რომელი ქვეყნების სტუდენტები ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში სწავლას

გამოწერა
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლის გამოც უცხოელები უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს ირჩევენ, მათ შორისაა სწავლის დაბალი საფასური.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში 2017-2018 სასწავლო წელს 10 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. აქედან ოთხი ათასამდე ინდოეთის მოქალაქეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით.

უცხოელ სტუდენტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტი. აქ 7,1 ათასი სტუდენტი სწავლობს.

შემდეგ მოდის სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი — 2,1 ათასი უცხოელი სტუდენტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს სწავლობს 271 სტუდენტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნებას — 192. ინჟინერიას, ასევე სამშენებლო და გადამამუშავებელ დარგებს სწავლობს 183 სტუდენტი.

თსუ - Sputnik საქართველო
რამდენი სტუდენტი სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

„საქსტატის" მონაცემებით, 2017–2018 სასწავლო წლისთვის უმაღლეს სასწავლებლებში 2 049 სტუდენტით მეტი ჩაირიცხა, ვიდრე წინა წელს.

სწავლისთვის შედარებით დაბალი ფასები, იაფი ცხოვრება, დიპლომის აღიარება საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოს მონაწილეობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ((EHEA) — ეს ის ძირითადი ასპექტებია, რის გამოც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი უჩნდებათ.

2006 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ბოლონიის შეთანხმებას. ქვეყანაში განათლების სისტემა შეესაბამება ზოგადევროპულს, ითვალისწინებს სწავლას ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. საქართველოში მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მიღება სტუდენტის სურვილზეა დამოკიდებული.

საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება, გარდა მშობლიური ენისა, ასევე შესაძლებელია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე წამყვან უნივერსიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით — მედიცინა, სამართალი, ეკონომიკა, ფილოლოგია.

ივან კამილო დალივა - Sputnik საქართველო
კოლუმბიელის მადლობა საქართველოს და შეკითხვა მავანს: რახან უცხოელი ვარ, უნდა მომატყუო?

სამედიცინო განათლების მიღება სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში. სწორედ ამიტომ უცხოელ სტუდენტთა შორის ეს სფერო ყველაზე პოპულარულია.

უცხოელ აბიტურიენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისთვის სჭირდებათ მხოლოდ ატესტატი საშუალო განათლების შესახებ. მათ არ ესაჭიროებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, მაგრამ უნდა გადაიხადონ სწავლის სრული საფასური. თუ ისინი სახელმწიფო გრანტის მოპოვებას მოისურვებენ, უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს სკოლის განათლების პროგრამით. თუ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ, შეძლებენ მათ შორის 100%-იანი დაფინანსების მოპოვებასაც.

საქართველოში სასწავლებლად ასევე ჩამოდიან ჩინეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან სხვა ქვეყნებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0