21:31 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ლაბორატორია კოლეჯ „სპექტრში

საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს

© FB / College "Spectrum"
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში-2018 (278)
17320

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღებას უფასოდ, არამედ შემდეგ მუშაობას როგორც სამშობლოში, ისე ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. პროფესიულმა სასწავლებლებმა „სპექტრი" და „ახალი ტალღა" საერთაშორისო ავტორიზაცია გაიარეს; ამ კოლეჯების დიპლომები კი მსოფლიოს 102-მა ქვეყანამ აღიარა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

თბილისის ამ სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები ამიერიდან საქართველოს გარდა მუშაობას შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში.

ეს პროფესიული კოლეჯები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი. სწავლა ამ სასწავლებლებში უფასოა.

თბილისის საერთაშორისო კოლეჯი „სპექტრი" მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც 2007 წელს დაარსდა. სასწავლებელი სტუდენტებს სამშენებლო სფეროში ოცდაათამდე საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. კოლეჯის მიზანია, მოამზადოს რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი კადრი და დაეხმაროს სტუდენტებს, ასაკის მიუხედავად, განავითარონ საჭირო უნარები შემდგომი დასაქმებისთვის.

რაც შეეხება საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღას", ის 1963 წელს დაარსდა, როგორც საშუალო ტექნიკური სასწავლებელი, სადაც სამშენებლო სფეროს პროფესიონალ კადრებს ამზადებდნენ. 1995-2006 წლებში განათლების რეფორმის შედეგად ის პროფესიული განათლების ცენტრი გახდა. სასწავლებელში სტუდენტებს, ძირითადად, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებში 50-მდე საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობენ.

საქართველოს ხელისუფლება 2018 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განათლებასა და აქცენტს მის განვითარებაზე აკეთებს. ამისთვის ბიუჯეტში 40,8 მილიონ ლარზე მეტია გათვლილი.

ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.

დაგეგმილია პროგრამების დანერგვა, რომლებიც მოსწავლეებს სწავლის დასრულებამდე პრაქტიკისა და მუშაობის საშუალებას მისცემს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, პროფსასწავლებლებში სწავლას ასევე მსჯავრდებულები და პრობაციონერები შეძლებენ. ამისთვის მთავრობამ განსაკუთრებული პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პროფესიის ათვისების საშუალებას საპატიმროდან გამოსვლამდე იძლევა.

თემები:
განათლება საქართველოში-2018 (278)

მთავარი თემები