სპეციალისტები შოკში არიან: „ზღვის ეშმაკი" საქართველოს სანაპიროებთან

CC BY 2.0 / José Antonio Gil Martínez / Rape blancoზღვის მტაცებელი Lophius piscatorius
ზღვის მტაცებელი Lophius piscatorius - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მონახულება მტაცებელმა თევზმა - ევროპულმა ზღვის ეშმაკმაც გადაწყვიტა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ჩაქვის აკვატორიაში მეთევზეებმა უნიკალური თევზი — ევროპული ზღვის ეშმაკი აღმოაჩინეს. თევზის ეს სახეობა ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა შეისწავლეს თევზი და აღნიშნეს, რომ მისი გამოჩენა საქართველოში ძალიან დიდი იშვიათობაა. უწყებაში აღნიშნეს, რომ თევზი შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვიდან შემოვიდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ზღვის ეშმაკი ფსკერის ტიპური ბინადარია, ხოლო შავი ზღვის ღრმა ფენები (130 მეტრის ქვემოთ) გოგირდწყალბადითაა მდიდარი და იქ ცოცხალი ორგანიზმები არ ბინადრობენ, ამ სახეობის აღმოჩენა — სერიოზული მეცნიერული ფაქტია, აღნიშნავენ სპეციალისტები.

ეს საქართველოში ზღვის ეშმაკის აღმოჩენის უკვე მესამე შემთხვევაა. პირველად ეს სახეობა 1955 წელს აღმოაჩინეს. მისი ფიტული აჭარის სამხარეო მუზეუმში დღემდე ინახება. მეორედ მტაცებელი თევზი 2008 წელს სპეციალისტებმა ფოთის აკვატორიაში აღმოაჩინეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

ზღვის ეშმაკი, ლოფიუსი — ზღვის ეშმაკისებრთა (Lophiidae) ოჯახის წარმომადგენელია. მისი სიგრძე ორ მეტრს აღწევს, წონა — 57,7 კილოგრამს. ეს სახელწოდება შეუხედაობის გამო მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0