ქართველი გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატის თასს თბილისში იხილავს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო ჩემპიონატის თასი ფეხბურთში
მსოფლიო ჩემპიონატის თასი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატის თასი სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mallის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატის თასი ფეხბურთში, მსოფლიო ტურის ფარგლებში, თბილისში დღეს, 8 თებერვალს ჩამოვა, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

FIFA მსოფლიო თასის ვიზიტი ორგანიზებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია „კოკა–კოლასთან" პარტნიორობით. ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც სპორტის განსაკუთრებულად პოპულარული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

თასი ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შემდეგ კი განთავსდება სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ის ცენტრალურ ნაწილში. ფეხბურთის გულშემატკივარი თასის ნახვას 13:00–დან 18:00 საათამდე შეძლებს.

FIFA–ს თასის მსოფლიო ტური 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ის მოიცავს 50–ზე მეტ ქვეყანას ექვს კონტინენტზე, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ცხრა თვეში გადალახავს 126 000 კილომეტრს.

თასი დამზადებულია სუფთა ოქროსგან, იწონის 6 კილოგრამზე მეტს და წარმოადგენს ორი ადამიანისგან შექმნილ კომპოზიციას, რომელთაც აღმართულ ხელებში დედამიწა უკავიათ.

FIFA–ს არსებული წესების თანახმად, თასის შეხება შეუძლიათ მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულებსა და სახელმწიფოს მეთაურებს. ორიგინალური ტროფეის ვინმესთვის მუდმივად გადაცემა არ შეიძლება, ამიტომ ტურნირის გამარჯვებული ქვეყნის ნაკრები იღებს თასის მოოქროვილ ასლს, რომელზეც აღნიშნულია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდები.

მსოფლიოს XXI ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს იწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის მატჩები რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება: მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი, ყაზანი, ეკატერინბურგი, სარანსკი, სამარა, სოჭი, როსტოვი დონზე, კალინინგრადი, ნიჟნი ნოვგოროდი და ვოლგოგრადი.

 

ყველა ახალი ამბავი
0