საქართველოში სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს სათამაშოები დარიშხანის მაღალი შემცველობით

© photo: Sputnik / Stringerსათამაშოები დახლზე
სათამაშოები დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომწამლავი ნივთიერება კუჭ-ნაწლავსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. დარიშხანის მაღალი შემცველობის გამო საქართველოს მაღაზიების დახლებიდან ამოღებულია მაგნიტური ჟელე — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე სათამაშო (ე.წ. „ტყლარწი“), იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეარხის ინფორმაციით, დარიშხანის შემცველობა ნორმას 23-ჯერ ჭარბობს.

„შხამი, რომელიც ორგანიზმში ხვდება, მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, ღვიძლის დაზიანებას. იგი ძალიან ხშირად არის მიზეზი სისხლის წარმომქმნელი სისტემის დაზიანებისა და უკვე დამტკიცებულია მისი კანცეროგენული მოქმედება. წარმოიდგინეთ, ასეთი შხამი შედის ბავშვის ორგანიზმში", — განაცხადა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა გიორგობიანმა.

სათამაშოების მაღაზია - Sputnik საქართველო
ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე

მისი თქმით, ასეთ ჟელესთან თამაში, რომელიც მაგნიტის ზემოქმედებით ფორმას იცვლის, ძალზე საშიშია, რადგან ადამიანის კანი ამ ნივთიერებას ეხება.

„უმცირესი დოზაც კი პატარისთვის შეიძლება ძალზე დიდი საშიშროების მატარებელი იყოს", — აღნიშნა გიორგობიანმა.

უფრო ადრე „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტმა თამარ გობეჯიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე შემოსული არც ერთი სათამაშო მავნე ნივთიერებების შემცველობაზე არ მოწმდება.

ყველა ახალი ამბავი
0