ტყის ხანძარი კალიფორნიაში: საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

© REUTERS / Gene BlevinsПожарные работают на месте очагов огня в Калифорнии, США
Пожарные работают на месте очагов огня в Калифорнии, США - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალიფორნიაში ხანძრის გამო სულ ცოტა 184 ნაგებობა დაინგრა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ნიუ-იორკში კალიფორნიის შტატში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამერიკის შტატში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

კალიფორნიის შტატში ხანძრის გამო საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. დაახლოებით 200 ათას ადამიანს ევაკუაციას ურჩევენ, დანგრეულია სულ ცოტა 184 ნაგებობა.

„ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ, შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს – 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook-გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722", — ნათქვამია განცხადებაში.

საკონსულო, ადგილზე არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად სთავაზობს გადასვლას ვებ-გვერდზე.

ყველაზე დიდი ხანძარი ვენტურას ოლქშია, სადაც სულ მცირე, 36,4 ათასი ჰექტარი ტყე იწვის. ცეცხლს ებრძვის 1,8 ათასზე მეტი მეხანძრე, ჯერჯერობით ხანძრის მხოლოდ 5%-ის შეკავება მოხერხდა.

ასევე ხანძარია ლოს-ანჯელესში, სანტა კლარიტასა და სან-ბერნარდინოში.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ვენტურას ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0