საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაცია გრძელდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტობანი
ავტობანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა მთავარი სატრანსპორტო არტერიის მშენებლობის დასრულებას 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გზის რემონტი - Sputnik საქართველო
საქართველომ ძირულა-ჩუმათელეთის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციისთვის ინვესტორები იპოვა

კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობისთვის 500 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. 

„ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. მისი ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება“, — აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის სიგრძე 55 კილომეტრამდეა და 90 ხიდსა და 40 გვირაბს მოიცავს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდასაჭერად 2017 წლის ივლისში ქართულმა მხარემ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

საქართველოს მთავრობა მთავარი სატრანსპორტო არტერიის მშენებლობის დასრულებას 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0