მასაჟი თუ პროსტიტუცია: დაკავებულია ერთი პირი

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგამოძიებო მოქმედებები გუშინ საღამოს კრიმინალურმა პოლიციამ პუშკინის 10 ნომერში, ჩინური მასაჟის სალონში ჩაატარა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ ღამით მამაკაცი დააკავეს, რომელიც პროსტიტუციისთვის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“  (Rustavi2).

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს სალონის თანამშრომლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების 2-4 წლით აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0