15:43 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დვაბზუს ეკლესია

დვაბზუს ეკლესიასა და სამრეკლო-კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© FB/ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (19)
24 0 0

დვაბზუს ეკლესია და სამრეკლო-კოშკი სოფლის შუაში, სასაფლაოზე მდებარეობს. ეკლესია დარბაზულია და რამდენიმე წლის წინაა აღდგენილი.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე ეკლესიასa და სამრეკლო-კოშკს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დვაბზუს ეკლესია და სამრეკლო-კოშკი სოფლის შუაში, სასაფლაოზე მდებარეობს. ეკლესია დარბაზულია და რამდენიმე წლის წინაა აღდგენილი.

თავდაპირველი სახის ეკლესია ნაგები იყო დუღაბზე რიყის ქვით. პერანგად გამოყენებული ყოფილა დიდი ზომისა და სხვადასხვა ფორმის ქვები.

ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი იყო ორი შესასვლელი, რომლის ორივე მხარეს ტრაპეციის ფორმის თითო ნიშა იყო ამოჭრილი, ზემოთ კი კედლებში ჩატანებული ყოფილა ქვევრები.

სამხრეთის კედელი სრულად, ხოლო დასავლეთის კედელი ნაწილობრივ იყო დანგრეული. ეკლესიას აღდგენის შემდეგ შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელს გაუკეთდა. დღეს ინტერიერი შელესილია და თეთრად შეღებილი, იატაკად ბრტყელი აგურია დაგებული და გადახურულია კრამიტით.

სამრეკლო-კოშკი დგას ტაძრის დასავლეთით, რომელიც ამჟამად გადაკეთებულია. სამრეკლო ნაგებია რუხი ფერის ქვით.

ეკლესიის პირველი სართული ოთხკუთხაა და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა თაღებით გახსნილი. მეორე და მესამე სართული მთლიანად ახლიდანაა აშენებული და ოვალური ფორმისაა. მეორე სართულს აივანი აქვს გაკეთებული, მესამე სართული კი თაღოვანი ფანჩატურია. კომპლექსის დასავლეთით, გზის პირას, კოშკზე მიდგმულია ახალი ყორე კედელი შესასვლელით.

 

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (19)

მთავარი თემები