Black Sea Arena-სთან მუსიკალური შადრევნების კომპლექსი გამოჩნდა

© photo: Sputnik / Stringerსაკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ შადრევანს საქართველოში ანალოგი არ აქვს.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე 1300 კვადრატული მეტრი ფართობის მრავალფუნქციური შადრევნების კომპლექსი გახსნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მუსიკალური შადრევნების კომპლექსი ერთ დიდ და რვა პატარა აუზს მოიცავს, რომლებიც აღჭურვილია ლაზერითა და სპეციალური პროექტორით. მათი მეშვეობით წყლის ფარდაზე ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტომასალის გადატანაა შესაძლებელი.

"ტექნიკური აღჭურვითა და სისტემის სირთულით შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მრავალფუნქციურ შადრევანს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. იგი აღაფრთოვანებს მნახველებს", — განაცხადა ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

შადრევანი ოზურგეთის რაიონული ადმინისტრაციისთვის ფონდ "ქართუს" საჩუქარია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena დაახლოებით ერთი წლის წინ გაიხსნა და გურიის სავიზიტო ბარათი გახდა. პროექტი ფონდ "ქართუს" დაახლოებით 115 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0