საქართველოს კიდევ 37 სოფელს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიენიჭა

© Sputnik / Levan Avlabreli / გადასვლა მედიაბანკშიუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიანის სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრ ან მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს კიდევ 37 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი, რომელთა მცხოვრებლები შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ტობავარჩხილი - Sputnik საქართველო
საქართველოს მაღალმთიანეთში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

"37 სოფელი დაემატა მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, პენსიონერები ექიმები და სოციალურად დაუცველები მიიღებენ დამატებით შეღავათებს. ასევე, დამატებით შეღავათებს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც თავისუფლდებიან აღნიშნული კანონის თანახმად მთელი რიგი გადასახადებისგან“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამასთან პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოფლებში დაბრუნებას. მისი თქმით, ასეთი ტენდენცია უკვე შეინიშნება.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაღალმთიანის სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრ ან მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს სტატუსი ასევე ენიჭება საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.

ყველა ახალი ამბავი
0