21:40 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
Airzena Georgian Airways

რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

მანამდე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიაკომპანია Georgian Airways-ის ოთხშაბათის, პარასკევის შაბათის და კვირის დილის რეისები გაუქმდა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თბილისი-მოსკოვის მიმართულების რეისებზე ავიაკომპანია Georgian Airways-ისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, იუწყება РИА Новости უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

რუსულმა მხარემ ავიაკომპანია Georgian Airways-ს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეუზღუდა და ყაზანის მიმართულებით ფრენები გააუქმა. გაუქმდა ავიაკომპანია Georgian Airways-ის ოთხშაბათის, პარასკევის შაბათის და კვირის დილის რეისები.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ "ურალის ავიახაზებთან" "ჟუკოვსკის" აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები შეათანხმა.

მანამდე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ Georgian Airways-თვის შეზღუდვების დაწესება იმის საპასუხო ზომად ახსნა, რომ ქართული ავიახელისუფლება მაისიდან მოყოლებული რუსულ ავიაკომპანია "ურალის ავიახაზებს" ზაფხულის განრიგით პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ოთხი რეისის შესრულების ნებას არ რთავს.

დღეს რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი და "აეროფლოტი", ხოლო საქართველოს მხრიდან — Georgian Airways-ი ახორციელებენ.

მთავარი თემები