გამოკითხვა: ჯარიმების ქულათა სისტემამ გზებზე არსებულ ვითარებაზე გავლენა მოახდინა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილები თბილისის ქუჩებში
პოლიციის ავტომობილები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 ივლისიდან ქართველ მძღოლებს მართვის მოწმობაზე 100-100 ქულა დაერიცხათ, რაც დარღვევების მიხედვით შემცირდება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. "Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ე.წ. დაჯარიმების ქულათა სისტემის შემოღების შემდეგ ქვეყნის საავტომობილო გზებზე ვითარება შეიცვალა, ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, "ქულათა სისტემის შემოღების შემდეგ გაუმჯობესდა თუ არა ვითარება გზებზე", გამოკითხვაში მონაწილეთა 52,6%-მა უპასუხა, რომ "კი, მოძრაობის წესებს ნაკლებად არღვევენ"; განსხვავებას ვერ ხედავს 42,1%, ხოლო ახალი წესების საქმის კურსში არ არის 5,3%.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ქულათა ახალი სისტემის ამოქმედების პირველ დღეს დაწერილი ოქმები და ჩამოკლებული ქულები

1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

ამას გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის გზებზე ე.წ. უკონტაქტო პატრულირების წესების შემოღების შესახებ, რომელიც ასევე 1 ივლისს ამოქმედდა.

გზებზე კონტროლის გაძლიერება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საქართველოში უბედური შემთხვევები გახშირდა. ბოლო სამ წელიწადში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0