თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში ცივი მასების გავრცელებას პროგნოზირებენ — უახლოეს დღეებში ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს.
ხუთშაბათი, 6 ივლისი
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღის მეორე ნახევარში და ღამით ზოგიერთ რაიონში ასევე იწვიმებს. შესაძლებელია სეტყვაც. ქარი დასავლეთში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით იქროლებს, ხოლო აღმოსავლეთში ზოგან წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 17-22 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 23-28; მაღალ მთაში ღამით 9-14, დღისით — 19-24.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 18-23, ხოლო დღისით — 24-29 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 10-15, ხოლო დღისით — 19-24.
თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა. ღამე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი დედაქალაქში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო ღამით შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება 22, ხოლო დღისით — 28 გრადუსი.
პარასკევი, 7 ივლისი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, უმეტეს რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთში ქარის სიჩქარე იქნება წამში 10-15 მეტრი, ხოლო აღმოსავლეთში ზოგან 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით 9-14, ხოლო დღისით — 14-19.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 16-21, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 10-15, ხოლო დღისით — 14-19.
თბილისში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით — მომატებული ღრუბლიანობა. ქარი შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება 20, ხოლო დღისით — 26 გრადუსი სითბო.