„ფარული თვალთვალის“ სააგენტოს უფროსი დანიშნულია

გამოწერა
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე კობა კობიძის კანდიდატურა სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე კობა კობიძის კანდიდატურა დაამტკიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე კობა კობიძის კანდიდატურა  სპეციალურმა კომისიამ წარადგინა, რომელსაც სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს.

ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო საკანონმდებლო შესწორებების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც პარლამენტის უმრავლესობამ, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო. სააგენტომ ფუნქციონირება 30 მარტს დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს სურს გახდეს „სასამართლოს მეგობარი"

ფარული მოსმენა-მიყურადების წესების შეცვლის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) მოქალაქეების თვალთვალი აეკრძალა. შედეგად, ხელისუფლებამ ახალი უწყების — ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა გადაწყვეტა. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სააგენტო ისევ სუს-თან იფუნქციონირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია.

ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელები შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, სახალხო დამცველმა და რიგითმა მოქალაქეებმა. სასამართლოს საკითხისადმი საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0