20:50 14 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე

პატრიარქი საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
მონარქია საქართველოში (5)
74313

მმართველი პარტია აპირებს განიხილოს პატრიარქის ინიციტივა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ, ოპოზიცია კი ამის წინააღმდეგია.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს, თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კვირას სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე. 

კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს მმართველობას, რომლის დროსაც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მას არ გააჩნია უზენაესი უფლებამოსილება. 

"კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", — თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

პარლამენტის დეპუტატმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერის ეს პოზიცია პატივისცემას იმსახურებს და ამ საკითხში გამორიცხული არაფერია. 

"პატრიარქის პოზიცია ყოველთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის, ქვეყნის ასეთი მოწყობისთვის მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენამ, შესაძლებელია, გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები.

„პატრიარქს, ცხადია, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი კეთილი სურვილიდან მომდინარეობს. მონარქია, ზოგადად, მოძველებული მართვის სისტემაა, ამდენად, ამ აზრს მე, დიდი პატივისცემით, ვერ დავეთანხმები. მონარქია არის ერთი ოჯახის – რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას, რომ მართოს ერი – ამ ერთი ოჯახის მმართველობა, მაშინ, როდესაც დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ადამიანების დროებითი მმართველობა. მონარქიის და ასეთი საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე პირადად მე არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ აზრის ავტორისადმი“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.

თემები:
მონარქია საქართველოში (5)

მთავარი თემები