16:44 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)
157510

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უზენაესი სასამართლო აპირებს, რომ „რუსთავი 2-ის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ტელეარხმა Rustavi2 შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა, რატა პირდაპირ ეთერში გადაეცა არხის მხარდამჭერი აქცია, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარეობს. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უზენაესი სასამართლო, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, აპირებს „რუსთავი 2-ის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. 

აქციას შეუერთდნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, რომლებმაც მომხრეებთან ერთად საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

აქციაში ასევე მონაწილეობენ მოქალაქეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

საავტომობილო გზის ნაწილი ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე 14:00 საათიდანაა გადაკეტილი. მოძრაობა მიმდებარე ქუჩებიდანაა შესაძლებელი.

აღნიშნული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გიორგი გვარამია შსს-ში დაიბარეს ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზე, რომელშიც ის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი 6 მლნ-ზე საუბრობენ.

თემები:
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)

მთავარი თემები