19:26 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
გრიგორი გაგარინის პორტრეტი

გრიგორი გაგარინი ტფილისში - თავადი მხატვარი, რომელმაც ევროპას საქართველო გააცნო

© photo: Sputnik /
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)
42761

ციკლის „გამოჩენილი ადამიანები საქართველოში“ მორიგ ნარკვევში, ბესიკ ფიფია რუს მხატვარზე და არქიტექტორზე, თავად გრიგორი გაგარინზე მოგვითხრობს, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ტფილისში ცხოვრობდა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

ბესიკ ფიფია

გრიგორი გაგარინი — მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის ობერგოფმეისტერი, რუსი მხატვარი, ფერმწერი 1810 წელს დაიბადა მოსკოვში. 13 წლამდე მშობლებთან ერთად პარიზსა და რომში ცხოვრობდა, შემდეგ სიენაში, ტოლომეის კოლეგიაში სწავლობდა. ამ სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ, 1826 წელს პარიზში, რომსა და კონსტანტინოპოლში რუსეთის საელჩოებში მსახურობდა; ორი წლის განმავლობაში მდივნის თანამდებობა ეკავა მიუნხენის საელჩოში, ხოლო 1839 წელს პეტერბურგში დაბრუნებული მალევე კავკასიაში გაემგზავრა.
1848 წელს გრიგორი გაგარინი კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის მი-ხეილ ვორონცოვის განკარგულებაში დაინიშნა, „რათა იგი გამოყენებულ იქნეს სამეც-ნიერო და არტისტული მიმართულებით”.

მხატვარი გრიგორი გაგარინი
© photo: Sputnik /
მხატვარი გრიგორი გაგარინი

გაგარინმა 1848-1855 წლები გაატარა ტფილისში, სადაც ფართოდ გააჩაღა მრავალმხ-რივი საქმიანობა. ის იყო შესანიშნავი ფერმწერი, მხატვარი, რესტავრატორი, ლითოგ-რაფი, მსახიობი, კორესპონდენტი, მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ხე-ლოვნების ისტორიკოსი. გრიგორი გაგარინი გახდა ქუთაისში, ბორჯომში, მუხროვანში მართლმადიდებელი ეკლესიების პროექტების ავტორი. მან ტფილისის მუყაოსა და ქვის ფაბრიკაში პაპიე-მაშეს წარმოება მოაწყო, იყო დამწახნაგებელი ფაბრიკის დირექტორი სამხატვრო ნაწილში, დაგეგმა „განსაკუთრებული სამხატვრო სკოლის” მოწყობა და ამ სკოლის გამოცდილების მიხედვით „რუსეთში ხელოვნების სწავლე-ბის სრული რეფორმის” შემუშავებას ვარაუდობდა. მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის რამ-დენიმე ბატალური და საყოფაცხოვრებო ნახატი.

გრიგორი გაგარინი. თბილისის სახურავებზე. ცეკვა - ნახატის რეპროდუქცია
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი. "თბილისის სახურავებზე. ცეკვა" - ნახატის რეპროდუქცია

საქართველოში ყოფნის დროს გრიგორი გაგარინმა დიდი სამუშაო შეასრულა ძველი ძეგლების აღსადგენად, რომლებიც უცხოელთა შემოსევების დროს დაზიანდა. თანაც უმრავლეს შემთხვევაში მთელ სამუშაოს თავისი სახსრებით ატარებდა, მთავრობას ასეთი ღონისძიებანი არ აინტერესებდა.

გრიგორი გაგარინი. ბაღი თბილისის შემოგარენში - ნახატის რეპროდუქცია
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი. "ბაღი თბილისის შემოგარენში" - ნახატის რეპროდუქცია


1850 წელს გრიგორი გაგარინმა სიონის ტაძრის კედლების მოხატვა დაიწყო. კედლე-ბის მოხატვის დროს მხატვარმა, პირველად რუსეთის იმპერიაში, ცვილის საღებავები გამოიყენა. ამისთვის მან სპეციალური ლიტერატურა შეისწავლა, ჩაატარა ცდები, ამ საქმის გამო მიუნხენშიც კი გაემგზავრა. ამავე დროს გრიგორი გაგარინმა ტაძარში გარკვეული არქეოლოგიური კვლევებიც ჩაატარა, „ძველ ტაძარში, შეძლებისდაგვარად, ყველა სიძველე განაახლა”. იგი ყველა სარესტავრაციო სამუშაოში უშუალოდ მონაწილეობდა. „წლინახევრის განმავლობაში, — აღტაცებით წერდა საქართველოს ისტორიის მკვლევარი პლატონ იოსელიანი, — ის, შენაცვლებით ხან მხატვარი და ხან ხელოსანი, კოლოსალურ საქმეს ამთავრებს”.

გრიგორი გაგარინი. მაიდანი. ბაზრის მოედანი - ნახატის რეპროდუქცია
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი. "მაიდანი. ბაზრის მოედანი" - ნახატის რეპროდუქცია

ძველი ძეგლების რესტავრაციისთვის, თეატრისთვის და სხვა საჭიროებისთვის გრი-გორი გაგარინის სახელზე მოსკოვიდან და პეტერბურგიდან გზავნილები მოდიოდა საღებავებით, ტილოებით, არმატურის ნივთებით, აგრეთვე მარტინოვის, სტროგანო-ვის, სნეგირიოვის რუსულ სიძველეთა შესახებ გამოცემები, ცნობარები მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

გრიგორი გაგარინი. ქართველი ქალის პორტრეტი.
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი. ქართველი ქალის პორტრეტი.

გრიგორი გაგარინის საქმიანობის შესახებ ცნობილი გახდა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ რუსეთშიც. „თავადიშვილისთვის შეუფერებელმა” მხატვრობით გატაცებამ მისი მდიდარი ნათესავების პროტესტი გამოიწვია, ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ, გრიგორი გაგარინის ოჯახი კავკასიიდან წამოეყვანათ. მხატვრის ცოლისძმა ვასილი დაშკოვი, ეთნოგრაფი, მეცენატი და კოლექციონერი, თბილისში ცნობებს აგზავნიდა, რომ „ამ დღეებში მამის სანახავად თავადი სერგეი ივანის ძე ჩამოვიდა და, როგორც მე შევნიშნე, თავადი უკმაყოფილოა თავად გრიგორის მიუნხენში წასვლით, მაშინ, როდესაც მისი ეს შრომა მთელ ტფილისადაც არ ღირს, თანაც ეს ყველაფერი თავად გრიგორის ხარჯზე კეთდება მაშინ, როდესაც მოსკოვში ან პეტერბურგში შესრულებული იგივე სამუშაოები რუსული პუბლიკისგანაც და აქ მუდმივად ჩამოსული უცხოელების მიერაც უფრო მეტად იქნებოდა შეფასებული”.

გრიგორი გაგარინი - ქართველი თავადი სამხედრო ტანსაცმელში
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი - ქართველი თავადი სამხედრო ტანსაცმელში

მას შემდეგ, რაც მოსკოვში მხატვრისთვის მისმა ნათესავებმა მზრუნველის თანაშემწის თანამდებობა გამოძებნეს ორათასიანი ჯამაგირით, მათ გრიგორი გაგარინს პირდაპირ შეუტიეს, სთხოვდნენ, მალე დაბრუნებულიყო რუსეთში. მათთვის კავკასია „ჯურღმული” და „აფრიკის გადაკარგული” იყო. ხოლო მოსკოვში ახალი ადგილის ღირსებანი გაცილებით მეტი ჩანდა — ეს იყო შესაძლებლობა, „შეენარჩუნებინა სამ-ხედრო წოდებაც და თანამდებობაც”, თანაც „აქედან კავშირების შენარჩუნება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე წყეული ტფილისიდან”. მაგრამ გრიგორი გაგარინი შეუ-ვალი იყო და მტკვრის ნაპირების დატოვებაზე კატეგორიული უარი თქვა.

გრიგორი გაგარინი - ტფილისელი ქალბატონი გამოსასვლელი სამოსით
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი - ტფილისელი ქალბატონი გამოსასვლელი სამოსით

გაგარინის, როგორც მხატვრის ნიჭი კავკასიაში განვითარდა და ჩამოყალიბდა. იგი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს ფერწერასა და არქიტექტურულ პრაქტიკას: 1845 წლის 15 სექტემბერს თბილისში საძირკველი ჩაეყარა თეატრის დიდ შენობას. თეატრი, რომელიც წარმოუდგენლად მოკლე დროში აიგო, გრიგორი გაგარინის პროექტით შენდებოდა. თეატრის გახსნის შემდეგაც მხატვარი მას დიდ ყურადღებას უთმობდა- ხატავდა დეკორაციებს, საკუთარი ხელით ამზადებდა პარიკებს, მისი ესკიზებით იკერებოდა კოსტიუმები და, ბოლოს, თვითონვე გამოდიოდა რეჟისორის როლში. ახალ თეატრში პირველად ქართველი ავტორების გიორგი ერისთავის, ჭავჭავაძის პიესები დაიდგა. ამ მოვლენის შესახებ მიხეილ ვორონცოვი თავის დღიურში ასე წერს: „ქართული თეატრი შესანიშნავი გამოვიდა, ყველა თამაშობდა ისე, რომ უკეთესი შეუძლებელი იყო… საქართველოში ასეთი მოვლენა არასოდეს ყოფილა”.

გრიგორი გაგარინი - მონადირეთა ბანაკი სამეგრელოში
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი - "მონადირეთა ბანაკი სამეგრელოში"

გაგარინების სახლი თბილისში კულტურის ერთ-ერთი ცენტრი, ქართული და რუსული კულტურების შეხვედრის ადგილი იყო. ამ სახლს ხშირად სტუმრობდა ალექსანდრე გრიბოედოვის ქვრივი ნინო ჭავჭავაძე.
1854 წელს მიხეილ ვორონცოვის გადადგომის შემდეგ მტკვრის ნაპირები გრიგორი გაგარინმაც დატოვა. 1855 წელს დიდ დედოფალთან მარია ნიკოლოზის ასულთან სამსახური დაიწყო და სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად დაინიშნა. 1858 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს, 1859 წელს კი რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

გრიგორი გაგარინი - ავტოპორტრეტი 1840 წელი
© photo: Sputnik /
გრიგორი გაგარინი - ავტოპორტრეტი 1840 წელი

 

თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)

მთავარი თემები