გიორგი მღებრიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

© МВД Грузииშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა საქართველოსთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

მინისტრმა სტუმრებს შსს–ს მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგებიც ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შვედეთი და საქართველო კრიმინალს ერთად შეებრძოლებიან

მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროპის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოსთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.

ყველა ახალი ამბავი
0