რუსეთი შეშფოთებულია აშშ-ის მედიკო-ბიოლოგიური ლაბორატორიების საზღვრებთან განთავსებით

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია იმით, რომ თბილისის გარეუბანში ”რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის” აბრის მიღმა ბიოიზოლაციის უმაღლესი დონის ლაბორატორია იმალება, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს სწავლობს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის მიერ თავისი მედიკო-ბიოლოგიური ლაბორატორიების რუსეთის საზღვრებთან ახლოს, მათ შორის საქართველოში განთავსებით, აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”დიდ შეშფოთებას იწვევს პენტაგონის საქმიანობა თავისი მედიკო-ბიოლოგიური ლაბორატორიების უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან ახლოს განთავსების გამო”, — აღნიშნულია ხუთშაბათს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ  ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალსაჩინოა  თბილისის გარეუბანში მდებარე ”რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი” — ბიოლოგიური იზოლაციის უმაღლესი დონის ლაბორატორია.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ლაბორატორიის ჭერქვეშ დამკვიდრდა ”აშშ-ის სახმელეთო ჯარის კვლევითი ქვედანაყოფი, რომელიც აშშ-ის სახმელეთო ჯარების უ. რიდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის ფილიალია”.

”ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები აშშ-ის არმიის ამ სამხედრო ქვედანაყოფის ჭეშმარიტი საქმიანობის შინაარსისა და მიმართულებების დასამალავად ძალისხმევას არ იშურებენ, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს იკვლევს. პენტაგონი ცდილობს, ასეთივე შენიღბული სამხედრო მედიკო-ბიოლოგიური ობიექტები დსთ-ის სივრცეში სხვა სახელმწიფოებშიც განათავსოს”, — მიაჩნიათ მოსკოვში.

 


ყველა ახალი ამბავი
0