სახალხო წარმომადგენლობითი კრება აუცილებლად შედგება - საინიციატივო ჯგუფი

© Александр Имедашвилимитинг оппозиции в Тбилиси
митинг оппозиции в Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას კრების ჩატარებისთვის დაბრკოლების შექმნაში დებს ბრალს და აცხადებს, რომ მიუხედავად ბიუროკრატიული წინაღობებისა, სახალხო ფორუმი აუცილებლად გაიმართება.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას კრების ჩატარებისთვის დაბრკოლების შექმნაში დებს ბრალს, რომელიც 25 ნოემბერს არის დაგეგმილი, და აცხადებს, რომ მიუხედავად ბიუროკრატიული წინაღობებისა, სახალხო ფორუმი აუცილებლად გაიმართება.

როგორც პრესკონფერენციაზე სამშაბათს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, თბილისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელობამ შენობის დათმობაზე უარი განაცხადა, სადაც თავდაპირველად კრების ჩატარება იგეგმებოდა, და უარის მიზეზად დაგეგმილი კულტურული ღონისძიება დაასახელა.

”ჩვენ სერიოზულ დაბრკოლებებს გვიქმნიან. უკვე ორჯერ გავაგზავნეთ მოთხოვნა: პირველად უარი მივიღეთ, მეორეზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია. სპორტის სასახლის ხელმძღვანელობა პასუხის გაცემას სპეციალურად არ ჩქარობს, რომ დრო მოიგოს: ვფიქრობთ, რომ პასუხი ასევე უარყოფითი იქნება”, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, საორგანიზაციო ჯგუფს პრობლემები რეგიონებშიც ექმნება, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის გამო, დამფუძნებელი კრებების და კონფერენციების ჩატარება თეატრებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებში შეუძლებელია. ყველგან უარის მიზეზად კულტურული ღონისძიების ჩატარება სახელდება.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ამჯერადაც ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 25 ნოემბერს სპორტის სასახლეში კალათბურთის ფედერაციის ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი, სინამდვილეს არ შეესაბამება.

გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას იმ მეთოდების გამოყენებაზე, რომელიც მოქალაქეების შეკრების და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას არღვევს, რაც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით არის გათვალისწინებული. 

როგორც პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის სხვა წარმომადგენელმა, შევარდნაძის პერიოდში უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა ბარიერისა, კრება აუცილებლად ჩატარდება და ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

მისი თქმით, ამ პრობლემების შესახებ საინიციატივო ჯგუფი ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს აუცილებლად მიაწვდის.

სახალხო წარმომადგენლობითი კრება საზოგადოების და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ამ გაზაფხულზე დააფუძნეს. 29 სექტემბერს სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზში პირველი მოსამზადებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ იწყება ბრძოლა მმართველ რეჟიმთან.

”ქვეყანაში სიცრუე სახელმწიფო პოლიტიკის დონემდეა დაყვანილი, ჩვენ ამასთან შეგუება არ შეგვიძლია... ვიწყებთ ბრძოლას ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟისთვის”, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა კონფერენციის გახსნისას.

ყველა ახალი ამბავი
0