”ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული დელეგაცია უკრაინაში აფხაზებთან შესახვედრად გაემგზავრა

გამოწერა
”ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია უკრაინაში იმყოფება, სადაც იქ მცხოვრებ აფხაზ ახალგაზრდობასთან შეხვედრა იგეგმება, იუწყება სამშაბათს პარტიის პრეს-სამსახური.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ”ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია უკრაინაში იმყოფება, სადაც იქ მცხოვრებ აფხაზ ახალგაზრდობასთან შეხვედრა იგეგმება, იუწყება სამშაბათს პარტიის პრეს-სამსახური. 

დელეგაციის უკრაინაში გამგზავრებას ხელი შეუწყო ნორვეგიის მემარჯვენეების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ.

”შეხვედრა საქართველოდან დელეგაციასა და ახალგაზრდა აფხაზებს შორის დიალოგის განახლების ფორმატში შედგება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები”, - აღნიშნულია განცხადებაში.

”ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით ფაცაციას განცხადებით, ახალგაზრდული ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი აფხაზ ახალგაზრდობასთან კონტაქტების აღდგენაა.

”შევეცდებით ახალგაზრდა აფხაზებთან საერთო ენის გამონახვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ვიცნობდეთ, ვიცოდეთ ერთმანეთის მისწრაფებები და მიზნები. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია დაახლოება და ნდობის აღდგენა”, - განუცხადა ფაცაციამ ჟურნალისტებს უკრაინაში გაფრენის წინ.

”ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინაში 21 ოქტომბერს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0