საქართველო და ესტონეთი რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებენ

გამოწერა
პარასკევს თბილისში ხელი მოეწერა მემორანდუმს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებში, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამინისტროში.

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. პარასკევს თბილისში საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის და მისი ესტონელი კოლეგის სიიმ კისლერის მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებში, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამინისტროში.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ჩაატარებენ ტრენინგებს ადგილობრივი ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის, ასევე კონსულტაციებს გაუწევენ ერთმანეთს რეგიონული პოლიტიკის ფორმირებისას.

ესტონეთის მინისტრი რეგიონულ საკითხებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0