00:59 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
Давид Бакрадзе

აშშ-ის კონგრესი საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს

фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIA
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც აშშ-ის კონგრესმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია უნდა მიიღოს.

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც აშშ-ის კონგრესმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია უნდა მიიღოს, განუცხადეს პარასკევს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარლამენტის პრეს-სამსახურში.

ბაქრაძემ, ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან შემდგარ შეხვედრებზე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი მხარს დაუჭერს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის პროცესის დასაწყისი გახდება.

ბაქრაძესთან შეხვედრებზე კონგრესში ასევე განიხილებოდა ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი და ახალი საარჩევნო კოდექსი.

ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ბაქრაძე ასევე სიტყვით გამოვიდა ამერიკელი ექსპერტების წინაშე და მათთან საქართველოს შიდა პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.

”გინდა ამას ოკუპაცია დავარქვათ, ან დე ფაქტო ანექსია, ფაქტია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ამ რეგიონებში მშვიდობის აღდგენას უშლის ხელს”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მთავარი თემები