01:38 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

თბილისმა ვლადიკავკაზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რუსეთს დახმარება შესთავაზა

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტრომ ვლადიკავკაზში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და რუსეთს დახმარება შესთავაზა.

 

МИД Грузии

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტრომ ვლადიკავკაზში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და რუსეთს დახმარება შესთავაზა.

ხუთშაბათს დილით ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი აამოქმედა, რომლის სიმძლავრეც 30-40 კილოგრამი ტროტილი იყო, ბოლო მონაცემებით, ტერორისტის ჩათვლით დაიღუპა 17 ადამიანი, დაშავდა 138 ადამიანი, მათგან 110 საავადმყოფოში რჩება.

”ტერორიზმს არავითარი გამართლება არა აქვს. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტერორისტული აქტის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს”, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ”საქართველოს ხელისუფლება მზად არის, შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება რუსეთის ფედერაციას”.

მთავარი თემები