01:00 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

საქართველოში გაიმართება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ”SEAS ბათუმი”

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

22-26 სექტემბერს ბათუმში გაიმართება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ”SEAS ბათუმი”, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში.

 

Батуми

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. 22-26 სექტემბერს ბათუმში გაიმართება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ”SEAS ბათუმი”, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში.

ფესტივალის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაცია ”INTERCULT”.

”პროექტის ორგანიზებაში ასევე იღებენ მონაწილეობას ევროკომისია, ნიდერლანდების საერთასორისო კულტურული ფონდი ”კავკასია”, DG ”განმანათლებლობა და კულტურა”, ”შვედეთის ინსტიტუტი”, აჭარის კულტურის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი” - აღნიშნულია განცხადებაში.

თეატრალური წარმოდგენები გაიმართება როგორც ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და თოჯინების თეატრში, ასევე ბათუმის პორტში, სანაპირო ბულვარში და სხვა ადგილებში.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები, გამოფენები და ინსტალაციები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები 12 ქვეყნიდან.

მთავარი თემები