01:39 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

ოფიციალური თბილისი გაეროში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო (3)
2 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გენერალური ასამბლეის კენჭისყრის შედეგები საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მხარდასაჭერად პოზიტიურად შეაფასა.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გენერალური ასამბლეის კენჭისყრის შედეგები საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მხარდასაჭერად პოზიტიურად შეაფასა.

”გასულ წელთან შედარებით, ორი ხმა დაგვემატა, ხოლო რუსეთის დიპლომატიამ, შესაბამისად - დაკარგა”, - განაცხადა ვაშაძემ ოთხშაბათს ბრიფინგზე.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სამშაბათს 50 ხმით 17-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა“.

მსგავსი რეზოლუცია საქართველომ წარადგინა 2008 და 2009 წელსაც. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ ქართული რეზოლუციის მხარდაჭერის შენარჩუნების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

”ეს ტენდენცია უბრალო მიზეზის გამო გაგრძელდება - საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ოკუპაციური რეჟიმების ქმედებებისთვის ვერდიქტი გამოაქვს”, - განაცხადა საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება ”საქართველოში კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობრივი შეცვლის” გამო, რაც ”ეთნიკური წმენდის სინონიმია”.

”ეს მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რადგანაც ის ქართული დიპლომატიის მიერ განხორციელებული სამართლებრივი ძალისხმევის ნაწილია, რათა დაიცვას ჩვენი ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების და ქონების დაბრუნების ლეგალური უფლება. ეს რეზოლუცია ამ მიზნისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია”, - განაცხადა ვაშაძემ.

თემები:
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო (3)

მთავარი თემები