01:38 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

საქართველოს მიხეილ გორბაჩოვი, კონდოლიზა რაისი და სხვა ცნობილი პოლიტიკოსები ეწვევიან

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
3 0 0

სექტემბრის დასაწყისში, მსოფლიო ლიდერების საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი უილიამ პერი და სხვა მსოფლიო ლიდერები ეწვევიან, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორების ოფიციალური ვებ-გვერდი (http://www.worldleaderstravel.com/trips/global-challenges-in-a-post-perestroika-world.html).

 

თბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. სექტემბრის დასაწყისში, მსოფლიო ლიდერების  საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი უილიამ პერი და სხვა მსოფლიო ლიდერები ეწვევიან, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორების ოფიციალური ვებ-გვერდი (http://www.worldleaderstravel.com/trips/global-challenges-in-a-post-perestroika-world.html).

ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, სიმპოზიუმის მონაწილეები საქართველოში 6 სექტემბერს ჩამოვლენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აშშ-ის საელჩოს ამ ეტაპზე სიმპოზიუმის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ სიმპოზიუმი უკვე დაიწყო 30 აგვისტოს მოსკოვში. ის გაგრძელდება უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში და 15 სექტემბერს თურქეთში დასრულდება. საქართველოში სიმპოზიუმი თბილისში ან ბათუმში გაიმართება.

სიმპოზიუმის თემაა ”გლობალური გამოწვევები პოსტსაბჭოთა სივრცეში”.

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ბასმა ჟურნალისტებთან საუბარში კონდოლიზა რაისის მომავალ ვიზიტს ”მნიშვნელოვანი” უწოდა.

”მიუხედავად იმისა, რომ რაისი სახელმწიფო მდივანი აღარ არის, მისი ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ელჩმა ”იმედის” ეთერში.

მისი თქმით, რაისი საქართველოში კერძო ვიზიტით, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ჩამოვა.

World Leaders Travel-ის მონაცემებით, ტურნეს მსვლელობისას ყოფილი ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში აქტუალურ თემებზე, მათ შორის რეგიონის პოლიტიკურ და კულტურულ სირთულეებზე, რუსეთის ზეგავლენაზე, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე, ასევე განხილული იქნება არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა და კავკასიის ბუნებრივი რესურსების სტრატეგიული მნიშვნელობა.

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები და პოლიტოლოგები, ჩატარდება შეხვედრები მასპინძელი სახელმწიფოების ხელისუფლებების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან.

მთავარი თემები