10:21 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ფოტო

ვიდეოკამერების დერეფანი: ფოტოკადრები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვიდან

მოკლე ბმულის მიღება
51 0 0
  • ლექსო ლაშქარავასთან გამოსამშვიდობებლად უამრავი ადამიანი მივიდა - კოლეგა ოპერატორები, ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჩვეულებრივი თბილისელები
  • ლექსო 36 წლის იყო. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ტელევიზიაში გაატარა
  • ცხედრის გამოსვენებას შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ - ლაშქარავას კოლეგებმა ვიდეოკამერების დერეფანი მოაწყეს და კამერების ობიექტივები სიმბოლურად დახარეს
  • საქართველოს რეგიონული არხების ნაწილმა 15:00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა ლექსოს ხსოვნის პატივსაცემად. ტელეეკრანებზე 10 წუთის განმავლობაში ციმციმებდა წარწერა ჰეშთეგით „ლექSOSთვის“
  • რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გადასცა დაკრძალვის ცერემონია
  • ლაშქარავას კოლეგებს ეცვათ მაისურები, რომელზეც ნაცემი ლექსოს ფოტო იყო დატანილი
  • ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, სადამდეც მსვლელობა გაიმართა
  • ლექსოს კოლეგები ცრემმლებს არ და ვერ მალავდნენ
  • ლექსო ლაშქარავა საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი ცემიდან ექვსი დღის შემდეგ
  • მას სახის ძვლების მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე საავადმყოფოში დაჰყო
  • გარდაცვლილი დედამ იპოვა 11 ივლისს
  • შსს-მ ნარკოტიკების ჭარბი დოზის ვერსია წამოაყენა, ხოლო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ლაშქარავა „სისტემის მსხვერპლია“
© Sputnik / Alex Shlamov
ლექსო ლაშქარავასთან გამოსამშვიდობებლად უამრავი ადამიანი მივიდა - კოლეგა ოპერატორები, ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჩვეულებრივი თბილისელები

„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე მედიასაშუალებების, საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააცილეს.

ლექსო ლაშქარავა, რომლის სიკვდილმაც ქვეყანაში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, თბილისში 13 ივლისს დაკრძალეს. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 ივლისს სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა, როდესაც ის მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.

ოპერატორის სიკვდილმა ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ააგორა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციურმა ტელეარხებმა და საზოგადოების ნაწილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, ლაშქარავა ცემისას მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. ამაზე პასუხად პრემიერმა ოპოზიცია ლაშქარავას სიკვდილით სპეკულაციაში დაადანაშაულა და მოუწოდა, დალოდებოდნენ ექსპერტიზის შედეგებს. 

შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების გადაჭარბებულ დოზას ემსხვერპლა. დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელიც საქმეში ლაშქარავას ოჯახის მოთხოვნითაა ჩართული, განაცხადა, რომ ოპერატორი გარდაცვალებამდე გარკვეული დროის განმავლობაში მორფინს იღებდა ექიმის დანიშნულებით - ოპერაციისშემდგომი ტკივილების მოსახსნელად. შსს-ს ვარაუდით, სამედიცინო დანიშნულების ამოწურვის შემდეგ ლაშქარავამ ნარკოტიკები უკვე დამოუკიდებლად შეიძინა. შსს ამტკიცებს, რომ მათ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები გააჩნიათ. 

ამ დროისათვის ლაშქარავას ცემის ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული. 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები