„ლექსოსთვის!“ – ტელეოპერატორის სიკვდილის გამო საქართველოში პროტესტმა იფეთქა – ფოტო
„ლექსოსთვის!“ – ტელეოპერატორის სიკვდილის გამო საქართველოში პროტესტმა იფეთქა – ფოტო
Sputnik საქართველო
ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციიდან. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველმა პირებმა ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს და „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გარემოებების ობიექტური გამოძიების პირობა დადეს. მასმედიამ და ოპოზიციამ უკვე დაადანაშაულეს მთავრობა 5 ივლისს უმოქმედობაში, როდესაც მასმედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.მასმედიის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან დიდი მიტინგი გამართეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ტელეარხებმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს პრესისთვის.ორშაბათს, საღამოს აქტივისტები ახალ საპროტესტო აქციას გეგმავენ, თუ მანამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან.
ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციიდან.
ქვეყნის პირველმა პირებმა ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს და „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გარემოებების ობიექტური გამოძიების პირობა დადეს. მასმედიამ და ოპოზიციამ უკვე დაადანაშაულეს მთავრობა 5 ივლისს უმოქმედობაში, როდესაც მასმედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.
მასმედიის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან დიდი მიტინგი გამართეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ტელეარხებმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს პრესისთვის.
ორშაბათს, საღამოს აქტივისტები ახალ საპროტესტო აქციას გეგმავენ, თუ მანამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან.
პარლამენტთან პარალელურად მიმდინარეობდა სამგლოვიარო აქცია - ადამიანებმა ლექსო ლაშქარავას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს
შსს გამოძიებას აწარმოებს. უკვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ლექსო ლაშქარავას ადგილსამყოფელი მის გარდაცვალებამდე. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ოპერატორის გარდაცვალების თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არასწორია
თუ ღარიბაშვილი და მისი მინისტრები არ გადადგებიან, აქციის ორგანიზატორები ორშაბათს მასშტაბურ აქციას გეგმავენ, სადაც საზოგადოებას საკუთარ სამოქმედო გეგმას გააცნობენ