საუკეთესო ქუჩების შესარჩევად ჟურნალის რედაქტორებმა გამოკითხეს მოგზაურები და სხვადასხვა ქალაქების მკვიდრები. გამოკითხვაში სულ 27 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
გამოცემის ვერსიით, მელბურნის სმიტ-სტრიტი მოგზაურთა ფავორიტი ქუჩაა, ვინაიდან ეს ხმაურიანი ადგილი სავსეა თანამედროვე პაბებით, ღვინის ბარებითა და რესტორნებით.
გარდა ამისა, სიაში შევიდა ბარსელონის სან-ხუანი, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო საფეხმავლო და ველობილიკების დაგეგმარებით, ასევე თანამედროვე რესტორნების წყალობით. მესამე ადგილი ლონდონის საუტ-ბენკს ერგო, რომელიც სასეირნოდ და ბრიტანეთის დედაქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად შესანიშნავ ადგილად დასახელდა.

კოლინგვუდი - მელბურნის გარეუბანი, სადაც მრავლად არის საფეხბურთო პაბები, ღვინის ბარები, რესტორნები და საცხობები

2/14
© Depositphotos.com / Jim_Filim
პასეო-დე-სან-ხუანის ქუჩა ბარსელონას შუაზე ყოფს და მოიცავს ოთხ უბანს. ზედა ნაწილში განთავსებულია ტრადიციული ბარები და ბუტიკები, ქვედაში - თანამედროვე რესტორნები და პოპულარული კომიქსების მაღაზიები

ლონდონში ადგილობრივები კარგ ქუჩას შემდეგ კრიტერიუმებით აფასებენ: გარემო, ენერგია, თანამედროვეობა და მემკვიდრეობა. სწორედ ასეთია საუტ-ბენკი

რჩეულთა შორის მოხვდა ჰავანას სან-ისიდრო

5/14
© AP Photo / Damian Dovarganes
ბულვარ სანსეტი - 35 კილომეტრის სიგრძის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა ლოს-ანჯელესში. ის ერთმანეთთან აკავშირებს წყნარი ოკეანის შოსეს და ჰოლივუდს

როტერდამის ვიტე დე ვიტსტრაატი - მთავარი ქუჩა, რომელიც ქალაქის ცენტრში გადის. აქ მდებარეობს უამრავი გალერეა, რესტორანი და კლიბი. ბევრი მსგავსი დაწესებულების გამო ქუჩა გამოიყურება, როგორც ერთი დიდი წვეულება

სან-პაულოს ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთის ცენტრი იმიგრანტთა რამდენიმე თაობისთვის სახლად იქცა. ისინი საუკუნეების განმავლობაში მიედინებოდნენ ბრაზილიაში იტალიიდან, კორეიდან, საბერძნეთიდან, ბოლივიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან

2000-იანების დასაწყისში გაჯი ლეინის ქუჩამ დაიწყო არენდატორების მიზიდვა, ახლა კი ეს ქალაქის ისტორიული უბნების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია

9/14
© AFP 2024 / Patricia De Melo Moreira
ლისაბონში რუა როდრიგეს დე ფარიას ქუჩის ჩაყოლებაზე განთავსებულია რესტორნები, მაღაზიები, სტუდიები, ასევე სტრირ-არტის ობიექტები. ახლა ეს ალკანტარას რაიონის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც „ქალაქს ქალაქში“ უწოდებენ

ტემზა-სტრიტი ბუენოს აირესში

კრჟიჟიკოვის ქუჩა პრაღაში

კატის ქუჩა ტოკიოში

მარიანენშტრასე ბერლინში

სტარ-სტრიტი ჰონკონგში