თავიდან წყალი სვანიძის ქუჩაზე და მის ქვემოთ განთავსებულ ცხოველთა თავშესაფარში მოვარდა, დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები, შემდეგ ხეობაში სადინარს გაჰყვა და გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, გზიდან გადაყარა ტრანსპორტი.
ავტომობილებიდან თავის დაღწევა ყველამ ვერ შეძლო, მათგან ნაწილი დაიღუპა. წყალმა დააზიანა პარკი „მზიური“ და ქალაქის ზოოპარკის ტერიტორიაც დატბორა. დაიხოცა უამრავი ცხოველი, მათმა ნაწილმა ვოლიერიდან თავის დაღწევა შეძლო და ქალაქში აღმოჩნდა.
საბოლოოდ მეწყერმა გმირთა მოედნამდე მიაღწია, სადაც დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო სისტემები.
წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო ორი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

1/31
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili
ასე გამოიყურებოდა მზიურის მიმდებარე ტერიტორია წყალდიდობის შემდეგ

სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო პირები ჩაერთნენ

წყალდიდობამ თავდაპირველად კერძო ნაგებობები და სახლები დააზიანა

სვანიძის ქუჩამ პირველმა მიიღო დარტყმა სტიქიური უბედურების დროს

5/31
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili
შემდეგ მეწყერმა დაანგრია ვაკე-საბურთალოს საავტომობილო გზა

6/31
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili
წყალმა გზას ავტომობილები გაანადგურა

წყალდიდობის დროს ყველამ ვერ მოახერხა მანქანიდან თავის დაღწევა

8/31
© photo: Sputnik
თბილისის ზოოპარკის ბინადართა ნაწილი გადარჩენას ცდილობდნენ. ნაწილმა მოახერხა ვოლიერების დატოვება, ისინი ქალაქში გაიქცნენ, ნაწილი თავს იქვე მდებარე შენობებსა და ავტომობილებს აფარებდა, თუმცა ისინი სტიქიას ვერ გადაურჩნენ

ასე გამოიყურებოდა მძვინვარე სტიქიის შემდეგ თბილისის ზოოპარკი

ვოლიერების ნაწილი და დანარჩენი ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა

მოვარდნილმა წყალმა ზოოპარკის ქვედა ზონა მთლიანად დაფარა

12/31
© photo: Sputnik
ამ ზებრას კი გაუმართლა, წყალმა მის ზონამდე ვერ მიაღწია

ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის ბეჰემოთი ბეგი (ბეგლარი) ზოოპარკის თანამშრომლებმა და პოლიციამ ქალაქში იპოვეს და ზოოპარკში დააბრუნეს

მეორე დღეს ნათლად გამოჩნდა, თუ რა რაოდენობის წყალი მოვარდა ხეობის გავლით

ცხოველთა ნაკვალევი ზოოპარკის ტერიტორიაზე. თითოეული მათგანი თავისებურად ცდილობდა გადარჩენას

სტიქიური უბედურების შემდეგ მდინარე ვერე ჩაწყნარდა. შემდეგ მიიღეს ზომები, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. კალაპოტი გაამაგრეს, ხოლო მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე სპეციალური ჯებირები დამონტაჟდა

წყალდიდობამდე აქ ატრაქციონები იყო, თუმცა წყალდიდობის შემდეგ ეს ადგილი ბოლომდე ჯერაც არ აღდგენილა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები იმ დღესვე დაიწყო

ასობით მოხალისე მონაწილეობდა ქალაქის ცენტრის დასუფთავებაში

20/31
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili
განადგურებული ინფრასტრუქტურა მზიურის მიმდებარედ

წყალმა წამოიღო დიდი რაოდენობით ნაგავი, ტალახი და სილა. ამას დაემატა სხვადასხვა ნივთები, რომლებიც წყლის ნაკადს გზად ემატებოდა

22/31
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili
დღეს ეს ადგილი სრულად შეცვლილია, აქ ახალი სახლებიც კი აშენდა

ასე გამოიყურებოდა ვაკე-საბურთალოს გზის ნაწილი სტიქიის შემდეგ

მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოების დროს

მეწერში მოყოლილი ავტომობილები აღდგენას არ ექვემდებარებოდა

26/31
© photo: Sputnik
ასე გამოიყურებოდა წყალდიდობის შემდეგ ერთ-ერთი ვოლიერი ზოოპარკში

მოხალისეები ერთ-ერთ განადგურებულ ავტომობილთან

წყალდიდობის შედეგად დატბორილი გადასასვლელი გმირთა მოედანზე

ავტომობილების ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა

განადგურებული ინფრასტრუქტურა და გზის ჩამონგრეული ნაწილი ვერეს ხეობაში

რთული დასავიწყებელია, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია მძვინვარე სტიქიას