ნატალი პორტმანი, რომელმაც კინოკარიერა 13 წლისამ დაიწყო, უამრავ ფილმშია გადაღებული.
საქვეყნოდ ცნობილი ის მას შემდეგ გახდა, რაც გადაიღეს ფილმში „ლეონი“. მოგვიანებით მან დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ტრილოგიაში „ვარსკვლავური ომები“, „V ნიშნავს ვენდეტას“, „კიდევ ერთი ბოლეინების საგვარეულოდან“, „შურისმაძიებლები: ფინალი“ და სხვ.
მსახიობი გადაიღეს ისეთმა გამოჩენილმა რჟისორებმა, როგორებიც არიან: ტერენს მალიკი, ჯორკ ლუკასი, ტიმ ბერტონი, ვუდი ალენი, ქსავიე დოლანი. ნატალი პორტმანი ნებისმიერ როლს შესანიშნავად ართმევს თავს ნიჭისა და შარმის წყალობით.

1/14
© AFP 2024 / Eric Estrade
ნატალი პორტმანი იერუსალიმში დაიბადა 1981 წლის 9 ივნისს ექიმ გინეკოლოგ ავნერ ჰერშალაგისა და დიასახლის შელი სტივენსის ოჯახში

2/14
© AFP 2024 / Fred Dufour
მეცნიერებისა და ენებისადმი ინტერესის გარდა, ნატალი ბავშვობიდან იჩენდა არტისტულ ნიჭს. სულ ოთხი წლის იყო, როდესაც ცეკვის წრეზე მიიყვანეს, მალე კი სერიოზულად მოკიდა ხელი თანამედროვე ცეკვების შესწავლას სტუდიაში

3/14
© AP Photo / Chris Carlson
ნატალი 10 წლის იყო, რიდესაც კოსმეტიკურმა მარკა Revlon-მა მოდელობა შესთავაზა, მაგრამ გოგონამ უარი თქვა, ვინაიდან თეატრში იყო დაკავებული

4/14
© AP Photo / Chris Pizzello
1992 წელს მსახიობმა პირველად მიიღო მონაწილეობა მიუზიკლში Ruthless („დაუნდობელი“)

უკვე მომდევნო წელს კი ნატალიმ თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი შეასრულა ცნობილ კრიმინალურ დრამაში „ლეონი“ − ჟან რენოსთან დუეტში

6/14
© AP Photo / Invision / Matt Sayles
სწორედ მაშინ აიღო სცენურ ფსევდონიმად „პორტმანი“ − ბებიის ქალიშვილობის გვარი

დამწყები მსახიობის თამაში „გამაოგნებელ დებიუტად“ შეაფსდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, პორტმანმა აბსოლუტურად პროფესიულად შეასრულა კილერის მეგობარი პატარა გოგონას როლი

8/14
© AFP 2024 / Anne-Christine Poujoulat
ნატალი პორტმანის ბედი კინოში, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული. 1995 წელს მან მცირე როლი ითამაშა ფილმში Heat ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ველ კილმერი

9/14
© AFP 2024 / Getty Images North America / Frazer Harrison
მაგრამ 1999 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და განაცხადა, რომ სწავლაზე აპირებდა კონცენტრირებას და დროებით წყვეტდა კინოკარიერას. მართალია, გადაღებები მაინც არ შეუწყევტია, მაგრამ სწავლა პორტმანისთვის მაინც პრიორიტეტული იყო

ნატალი პორტმანი ფილმში „ანიჰილაცია“

11/14
© AFP 2024 / Getty Images North America / Kevin Winter
ნატალი პორტმანი და მსახიობი ჯუდ ლო, რომელთან ერთადაც მან ვონგ კარ-ვაის ფილმში ითამაშა 2007 წელს

პორტმანის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ნამუშევარი − ეს ბალერინა ნინა სეიერსის როლია ფსიქოლოგიურ თრილერში „შავი გედი“

13/14
© AP Photo / Jeff Christensen
2015 წელს ნატალი პორტმანის სარეჟისორო დებიუტი შედგა − საუბარია სრულმეტრაჟიან ისრაელურ ფილმზე „ამბავი სიყვარულზე და სიბნელეზე“

2017 წლის ბოლოს მსახიობს ისრაელის პრემია „გენეზისი“ გადაეცა, რომელიც „ნობელის ებრაული პრემიის“ სახელითაცაა ცნობილი − ფორმულირებით „ებრაული ფასეულობების ერთგულებისთვის“