17:55 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ფოტო

XX საუკუნის კინოლეგენდა: ბარბარა ბრილსკა - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
7010
  • ბარბარა ბრილსკა 1941 წლის 5 ივნისს დაიბადა ქალაქ ლოძის მახლობლად. 15 წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა კინოში
  • ერთ დღეს ლიცეუმში გადამღები ჯგუფი მივიდა, რომელიც ფილმისთვის მცირე როლის შემსრულებელ გოგონას ეძებდა. ბარბარამ ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა და გადაიღეს კიდეც ფილმში. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მსახიობი გახდებოდა
  • შემოქმედებითი გზის დასაწყისში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. მას ხან პოლონელ კატრინ დენევს უწოდებდნენ, ხან ბრიჯიდ ბარდოს
  • ფილმ „ფარაონში“ გადაღების შემდეგ ბარბარა ბრილსკა ბევრ ქვეყანაში გაიცნეს. ეს ფილმო „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული და კანის კინოფესტივალშიც მონაწილეობდა
  • ბარბარა ბრილსკას პოლონეთში ნახევრად ეროტიკულ მსახიობად მიიჩნევდნენ - მას არ ერიდებოდა საკუთარი სხეულის გამოჩენა
  • ნამდვილ ვარსკვლავად ბრილსკა მხოლოდ საბჭოთა კავშირში იქცა მას შემდეგ, რაც „ბედის ირონიაში“ ითამაშა
  • ნადია შეველიოვას როლისთვის მას სსრკ-ს სახელმწიფო პრემია გადაეცა, ის პირველი უცხოელი მსახიობი იყო, ვისაც ესოდენ მაღალი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭეს
  • „ბედის ირონიის“ შემდეგ მსახიობს კვლავაც აქტიურად იღებდნენ ფილმებში, თუმცა მთავარ როლებს სულ უფრო იშვიათად სთავაზობდნენ
  • ბარბარა არაერთხელ იყო დაოჯახებული, მაგრამ ბედნიერი არცერთ ქორწინებაშ არ ყოფილა
  • ნამდვილ სიყვარულს ის ფილმ „თეთრი მგლების“ გადაღებისას შეხვდა. მისი რჩეული სლობოდან დიმიტრევიჩი გახდა. მის გამო მსახიობი ქმარს გაეყარა, მაგრამ კაცის ოჯახი ბარბარასთან ქორწინების წინააღმდეგი იყო
  • ამის შემდეგ თანაკურსელმა ბარბარას ექიმი ლუდვიგ კოსმალი გააცნო. ისინი დაოჯახდნენ და ორი შვილი შეეძინათ. მაგრამ ქორწინება ბედნიერი არ გამოდგა - ქმარი სვამდა და ღალატობდა მსახიობს. საბოლოოდ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ
  • ამ წარუმატებელი ქორწინებების შემდეგ ბარბარა ბრილსკას პირადი ცხოვრების მოწყობა აღარ უცდია
  • 2000-იან წლებში მოსკოვის თეატრის სცენაზე ითამაშა სპექტაკლში „კვარტეტი“
  • ბარბარა ბრილსკა, რუსეთის გარდა, უკრაინაშიც გადაიღეს ფილმში „უცნაური შობა“
  • ის დღემდე ინარჩუნებს სტილსა და მომხიბლაობას, თუმცა კეკლუცად ამბობს, რომ თავს აღარ უვლის
ბარბარა ბრილსკა 1941 წლის 5 ივნისს დაიბადა ქალაქ ლოძის მახლობლად. 15 წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა კინოში

ბარბარა ბრილსკა პოლონური კინოს სექს-სიმბოლო იყო, ყოფილს საბჭოეთში კი ლეგენდარულ ფილმ „ბედის ირონიაში“ როლის შემდეგ გაიცნეს. მსახიობი დღეს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. იხილეთ მსახიობის იშვიათი ფოტოები Sputnik-ს ფოტოლენტაში

ბარბარა ბრილსკას პოლონეთში ნახევრად ეროტიკულ მსახიობად მიიჩნევდნენ - მას არ ერიდებოდა საკუთარი სხეულის გამოჩენა, რაც სოციალისტური კინოსივრცისთვის დაუშვებელი რამ იყო.

ფილმში „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ ნადია შეველიოვას როლზე ლუდმილა გურჩენკოც მოსინჯეს და სვეტლანა ნემოლიაევაც. ხელმძღვანელობა მოითხოვდა, რომ ეს როლი ალისა ფრეინდლიხს შეესრულებინა, მაგრამ რეჟისორ ელდარ რიაზანოვს სხვა გეგმები ჰქონდა. ნახა რა პოლონური ფილმი „სიყვარულის ანატომია“, რომელშიც ქალის მთავარ როლს ბარბარა ბრილსკა ასრულებდა, გადაწყვიტა, სწორედ ის მიეწვია როლზე.

ბარბარამ რუსული კარგად არ იცოდა, ამიტომ როლის დაზეპირება მოუხდა და კინოსინჯებსაც დიდებულად გაართვა თავი.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები