17:57 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ფოტო

შრი−ლანკა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე: რვადღიანი ხანძრის შედეგები

მოკლე ბმულის მიღება
116 0 0
  • სინგაპურის დროშით მცურავ ხომალდზე, რომელიც შრი−ლანკის გავლით მიემართებოდა ინდოეთიდან სინგაპურისკენ, 21 მაისს ხანძარი გაჩნდა
  • ცეცხლის ჩაქრობა მოკლე დროში ვერ მოხერხდა, რამდენიმე დღეში კი კიდევ ერთი აფეთქება მოხდა და ხანძარი კიდევ უფრო გაძლიერდა. სულ ხანძარი რვა დღის განმავლობაში მძვინვარებდა
  • კონტეინერმზიდის ხანძარს, რომელსაც კოსმეტიკა და სხვადასხვა ქიმიკატები გადაჰქონდა, სერიოზული შედეგები აქვს ეკოლოგიისთვის
  • სანაპირო ზონა ძლიერ დაბინძურდა
  • ტურისტებისთვის პოპულარული ზონის − ნეგომბოს პლაჟის ფოტოებმა ქვეყანაში ძლიერი რეზონანსი გამოიწვია
  • სანაპიროს გაწმენდით სამუშაოებში ინდოეთის სამხედრო−საზღვაო ძალებიც იღებს მონაწილეობას
  • დაბინძურების მინიმალურ ვადებში აღმოსაფხვრელად სპეცტექნიკაცაა ჩართული
  • სპეციალისტებმა წყლის სინჯებიც აიღეს დაბინძურების მასშტაბების შესაფასებლად
  • სანაპიროს გაწმენდას მუსონური ქარები და მაღალი ტალღები უშლის ხელს
  • გაწმენდით სამუშაოებს რამდენიმე კვირა და შესაძლოა რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს
© REUTERS / AIR FORCE HANDOUT
სინგაპურის დროშით მცურავ ხომალდზე, რომელიც შრი−ლანკის გავლით მიემართებოდა ინდოეთიდან სინგაპურისკენ, 21 მაისს ხანძარი გაჩნდა

შრი−ლანკაზე სანაპიროს ასუფთავებენ კონტეინერმზიდ X-Press Pearl−ის ნავთობისა და ნარჩენებისგან, რომელიც თითქმის რვა დღის განმავლობაში იწვოდა. იხილეთ ეკოლოგიური კატასტროფის ფოტოები Sputnik−ის ფოტოლენტაში

სინგაპურის დროშით მცურავ ხომალდზე, რომელიც შრი−ლანკის გავლით მიემართებოდა ინდოეთიდან სინგაპურისკენ, 21 მაისს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება მაშინვე ვერ მოხერხდა. 25 მაისს გემზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ერთი ვერსით, ცეცხლი ერთ−ერთ კონტეინერში ქიმიური რეაქციის შედეგად გაჩნდა. კონტეინერმზიდს კოსმეტიკა და ქიმიკატები გადაჰქონდა. ბორტზე ასევე იყო 20 ტონაზე მეტი აზოტის მჟავა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები