ყაზანში სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:30 საათზე #175 გიმნაზიაში სროლა დაიწყო. გიმნაზიის ტერიტორიაზე ჩატარდა კონტრტერორისტული ოპერაცია.
ძალოვნებმა ყველა აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და მოკვლევა ჩაატარეს. მოხდა მოსწავლეების ევაკუაცია. დამნაშავე დაკავებულია.

დილით თათრეთის პოლიციაში მიიღეს შეტყობინება, რომ #175 სკოლაში სროლის ხმა ისმოდა

თავდასხმა გაკვეთილების მსვლელობისას მოხდა, ისროდა რამდენიმე ადამიანი

თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაიგეს აფეთქების და სროლის ხმები

დაიღუპა შვიდი ადამიანი, უმეტესობა მათგან ბავშვია. ორი მოსწავლე შენობის მესამე სართულიდან გადახტა

საავადმყოფოში გადაიყვანეს 12 ბავშვი და ოთხი ზრდასრული

შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა სასწრაფო დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ევაკუირებულ ბავშვებთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები

ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავეს, მეორე ლიკვიდირებულია

სკოლის ტერიტორიაზე კონტრ-ტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დამყარდა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე

ქალაქის ყველა სასწავლო დაწესებულებაში გაძლიერებულია თავდაცვის ზომები

შემთხვევის ადგილზე მივიდა თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვიც

„დიდი ტრაგედიაა. საშინელი დანაშაული მოხდა - სროლა უდანაშაულო ბავშვების მიმართ. ირკვევა მომხდარის მიზეზები, მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება. სიტუაციას პირადად ვაკონტროლებ“, - ერთ-ერთ სოც-ქსელში დაწერა მინიხანოვმა

თათრეთში 12 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა