06:22 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ფოტო

გამარჯვების დღე საქართველოში: როგორ აღნიშნეს 9 მაისი თბილისში - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)
98 0 0
  • გამარჯვების დღე ოფიციალურად პირველად აღინიშნა კიკვიძის სახელობის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც აღმართულია მელიტონ ქანთარიას ძეგლი
  • ქანთარიას ძეგლთან ყვავილები მიიტანეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, თუმცა ამით დღესასწაულის ოფიციალური ნაწილი დასრულდა
  • პარკში დარჩა მხოლოდ რამდენიმე ვეტერანი და პატარა ჯგუფი, რომლებიც ომში დაცემულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მივიდნენ
  • ვაკის პარკში, სადაც ტრადიციულად აღინიშნება დღესასწაული, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, პანდემიის გამო არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რის გამოც პარკში ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა
  • თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც მიაგო პატივი ომში დაღუპულებს
  • აქ იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებმაც მუხლი მოიყარეს ომში დაღუპულთა მარადიულ ცეცხლთან
  • უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ომში დაღუპულთა შთამომავლებმა სანთლები დაანთეს
  • ბელარუსისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს
  • აქ ასევე იმყოფებოდნენ „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლები. მათ თან ქონდათ ომში დაღუპული ნათესავების პორტრეტები
  • შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციისა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა ყვავილები კუკიას საფლავზე - ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულ ძმათა სასაფლაოზე მიიტანეს
  • აქ ძირითადად განისვენებენ ისინი, ვინც თბილისის საავადმყოფოებში ჭრილობებისგან გარდაიცვალა
  • საქართველომ ომის წლებში ფრონტზე 700 ათასი ადამიანი გაგზავნა. მათგან ნახევარი ომშ დაიღუპა
  • 9 მაისს ასევე გაიმართა საპროტესტო აქცია. საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გამართეს მიტინგი. ისინი მოითხოვდნენ, რომ ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვებისა და დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალთან  განთავსდეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ძეგლი
  • აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და თბილისის მერის სახელზე დაწერეს მიმართვა. წერილებს ოფიციალური პირები ორშაბათს მიიღებენ, თუმცა რას მოიმოქმედებენ საპასუხოდ, ჯერ-ჯერობით უცნობია
© Sputnik / STRINGER
გამარჯვების დღე ოფიციალურად პირველად აღინიშნა კიკვიძის სახელობის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც აღმართულია მელიტონ ქანთარიას ძეგლი

გამარჯვების დღის აღნიშვნა წელს უჩვეულოდ ჩუმ გარემოში ჩატარდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ აღინიშნა დედაქალაქში დღესასწაული

წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ნაკლები ხალხი შეიკრიბა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსი და მოქმედი შეზღუდვებია, რომელთა თანახმადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია. 

დღესასწაულს ასევე დაემხთვა ვაკის პარკში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სადაც მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი, ასევე ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი. პარკის ცენტრალური შესასვლელი და გზები გადაკეტილია, მემორიალთან მისვლა შესაძლებელია მხოლოდ გვერდითა შესასვლელიდან. 

ხელისუფლებამ დღესასწაულის ოფიციალური ნაწილი კიკვიძის სახელობის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გადაიტანა, სადაც დიდი სამამულო ომის გმირ მელიტონ ქანთარიას ძეგლია აღმართული. ღონისძიებას ბევრი ადამიანი არ დასწრებია. ზოგიერთი უცხო ქვეყნის საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყვავილები ვაკის პარკში - უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიიტანეს.

ვაკის პარკში იმყოფებოდნენ „უკვდავი პოლკის“ მონაწილეებიც, რომლებსაც თან ქონდათ ფრონტზე დაღპული წინაპრებისა და ნათესავების პორტრეტები. 

შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციისა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორცინაციო საბჭოს წევრები კუკიას სასაფლაოზე წავიდნენ, სადაც ომის წლებში დაღუპული ჯარისკაცების ძმათა სასაფლაო მდებარეობს. აქ ძირითადად განისვენებენ ისინი, ვინც თბილისის საავადმყოფოებში ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ცერემონიის მონაწილეებმა ძეგლთან ყვავილები მიიტანეს.

თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები