16:02 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ფოტო

ფაშიზმზე გამარჯვების გაზაფხული თბილისში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)
60 0 0
  • ვიღაცის მზრუნველ ხელს უკვე სათუთად დაულაგების ყვავილები ძველ ტანკზე, რომელიც თბილისის სამხედრო სასაფლაოს შესასვლელთან დგას
  • კავკასიისთვის ბრძოლების მონაწილეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად არ გამოატარეს მტერი საქართველოსკენ, ფეხი არ დაადგმევინეს მათ ქართულ მიწაზე
  • ბუნებამ თავად მიაგო პატივი ომში დაღუპულ ჯარისკაცს - ყვავილი ამოუყვანა საფლავზე
  • იმ გმირების წყალობით, კვლავ გრძელდება სიცოცხლე და ბედნიერება
  • ირგვლივ ყველაფერი ცოცხლდება და ახალ სუნთქვას იწყებს
  • თუმცა გაზაფხული შიგადაშიგ სუსხსაც გამოურევს ხოლმე
  • მაგრამ მაისი მაინც მაისია - მზე მაინც სიხარულით ავსებს ადამიანებს
  • ვიღაცას უკვე სულაც გამოუზაფხულებია
  • აყვავებული ხეების ფონზე სირბლი თუ სეირნობა ბევრად სასიამოვნოა
  • ათასფრად აელვარებულა გარემო - წვიმაც კი ვერაფერს აკლებს
  • მიწის საგაზაფხულო სამუშაოებიც დაწყებულა
  • მაისის მზე შესანიშნავი საბაბია შეხვედრებისთვის - მით უმეტეს, ვაკის პარკის კიბეებზე
  • თუმცა მარტო მყოფებიც არ იწყენენ - ინტერნეტი ხომ ყველას გვაქვს
  • გორაკზე კი გამარჯვების სკულპტურა დგას და გვახსენებს, ვის უნდა ვუმადლოდეთ მშვიდ და ბედნიერ მაისს
© Sputnik / Goga Vardzieli
ვიღაცის მზრუნველ ხელს უკვე სათუთად დაულაგების ყვავილები ძველ ტანკზე, რომელიც თბილისის სამხედრო სასაფლაოს შესასვლელთან დგას

გაზაფხული და მაისი ბევრი ადამიანის ცნობიერებაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს უკავშირდება. Sputnik-ის ფოტორეპორტიორი შეეცადა, აღებეჭდა კადრებზე გამარჯვების მაისთან დაკავშირებული მომენტები

პლანეტის მრავალ ადამიანს გაზაფხულთან განსაკუთრებული ასოციაციები აკავშირებს. და ერთ-ერთი მათგანი - ეს ფაშიზმზე გამარჯვებაა. კაცობრიობამ ეს დღე ერთდროულად მღელვარე, სასიხარულო და ნაღვლიან დღესასწაულად აქცია. 

ომისშემდგომ თაობას ალბათ ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული იმ გრძნობების სიღრმე და ძალა, რომელიც მაშინ, იმ შორეულ 1945-ში დაეუფლა მათ წინაპრებს: სიხარული, ბედნიერება და ახლობლების, ოჯახების წევრების დაკარგვით გამოწვეული მტანჯველი გულის ტკივილი... 

ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელ ომს 300 ათასი ქართველიც შეეწირა. დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ლოზუნგებით მიდიოდნენ ისინი ომში. მთავარი ისაა, რომ ისინი ნამდვილი გმირები იყვნენ და რომ შთამომავლობამ მათი ხსოვნა არასდროს არ უნდა დაივიწყოს. 

თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები