08:22 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ფოტო

ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
71 0 0
  • კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი გააქტიურდა
  • ბოლი საკმაოდ შორიდანაც შეიმჩნეოდა
  • ვულკანის აქტიურობამ ბოლო კვირებში იმატა
  • არავინ დაშავებულა, თუმცა ხელისუფლებამ მოსახლეობას კრატერიდან მინიმუმ 3 კმ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა
  • ვულკანი სინაბუნგი 2010 წლამდე მიძინებულად მიიჩნეოდა
  • მანამდე ის 400 წლის განმავლობაში არააქტიური იყო
  • მაშინ ცეცხლის ალი და ბოლი 1,5 კილომეტრის სიმაღლეს აჭარბებდა. ამოფრქვევამ დაახლოებით 12 ათასი მოსახლე იძულებული გახადა დაეტოვებინა სახლი
  • ბოლო ამოფრქვევისას ალმა 5 ათასი მეტრის სიმაღლეს მიაღწია
© photo: Sputnik / Aditya Sutanta
კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი გააქტიურდა

ვულკანი სინაბუნგი ინდონეზიის პროვინცია ჩრდილოეთ სუმატრაში მდებარეობს. იხილეთ ბუნებრივი მოვლენის სანახაობრივი სურათები „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში.

სინაბუნგი მოქმედი სტრატოვულკანია კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქი მედანიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში.

ვულკანი მიძინებულად მიიჩნეოდა 2010 წლის 29 აგვისტომდე, მანამდე ის 400 წლის განმავლობაში არააქტიური იყო. 2010 წლის ამოფრქვევისას ვულკანური ფერფლის კვამლის სიმაღლემ 1,5 კილომეტრს გადააჭარბა. ამოფრქვევამ დაახლოებით 12 ათასი მოსახლე იძულებული გახადა დაეტოვებინა სახლი.

ბოლო ამოფრქვევა 2021 წლის 2 მარტს დაფიქსირდა. მაშინ ფერფლის კვამლმა 5 ათასი მეტრის სიმაღლეს მიაღწია.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები