10:49 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
ფოტო

მშვიდობით, კახი! აპლოდისმენტები დიდი მსახიობის დაკრძალვაზე - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
90 0 0
  • ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა
  • პანაშვიდი ჯერ შოთა რუსთაველის სახელობის ტეატრში გაიმართა, შემდეგ კი - ქაშვეთში
  • დაკრძალვაზე მისული ადამიანები მსახიობს უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით აცილებდნენ
  • კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის - ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს
  • კავსაძე ათწლეულების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. არტისტთან გამოსამშვიდობებლად ადამიანები სწორედ აქ მივიდნენ
  • რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან გამოსამშვიდობებლად მისული ადამიანების რაოდენობა არ წყდებოდა
  • დაკრძალვაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც
  • და მთავრობის წარმომადგენლებიც. ფოტოზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
  • პანაშვიდზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკოსებიც და საზოგადო მოღვაწეები
  • გამოსამშვიდობებლად მისულმა ადამიანებმა უამრავი ყვავილი მიიტანეს
  • კახი კავსაძე წავიდა, თუმცა მან მარადიული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კინოსა და თეატრში. მის ანგარიშზე უამრავი თეატრალური და კინო როლია
  • ფილმები „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“... კავსაძემ საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა
© Sputnik / Alex Shlamov
ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი - კახი კავსაძე უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა. როგორ მიმდინარეობდა გამოსამშვიდობებელი ცერემონია - Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები