20:08 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
ფოტო

დიდი მსახიობის ხსოვნას: კახი კავსაძის საუკეთესო როლები კინოში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
88 0 0
  • კახი კავსაძის საკულტო როლი - აბდულა ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“. მისი ეს პერსონაჟი მთელ საბჭოთა კავშირში გაიცნეს
  • რეზო ჩხეიძის ფილმში „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ დონ კიხოტის როლისთვის კავსაძე ძალიან გახდა. ეს მსახიობის ერთ-ერთი საუკეთესო როლია
  • თენგიზ აბულაძის ფსიქოლოგიურ დრამაში „მონანიება“ კავსაძემ მხატვარი სანდრო ბარათელის მეგობრის - მიხეილ კორიშელის როლი მოირგო
  • ტელესერიალში „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი“ გადაღებისას. ფოტოზე: რევაზ ჩხეიძე და კახი კავსაძე
  • კახი კავსაძე ცეკვის მასწავლებლის როლში „ვერის უბნის მელოდიებში“. მასთან ერთად ფილმში მონაწილეობდნენ სოფიკო ჭიაურელი და ალისა ფრეინდლიხი
  • კავსაძე ერთნაირად ბრწყინვალედ ასრულებდა დრამატულ და კომედიურ როლებს კინოსა და თეატრის სცენაზე. ის ასევე ძალიან კარგად მღეროდა
  • მისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 1992 წელს მსახიობს გარდაეცვალა მეუღლე - მსახიობი ბელა მირიანაშვილი, თუმცა ის მეუღლის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე
  • კავსაძე ასევე გულწრფელი იყო კინოსა და სცენაზე. ის ყოველთვის თამაშობდა ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში
  • არტისტს ძალიან უყვარდა იუმორი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „იცით რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი? როდესაც ერთმა ადამიანმა იხუმრა, მეორემ კი ეს ხუმრობა გაიგო. ეს ფანტასტიკაა! ყველაფერი ხომ სწორედ აქედან იწყება - მეგობრობაც, სიყვარულიც და ოჯახიც“
  • „უდაბნოს თეთრი მზის“ წყალობით კავსაძე მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიცნო. თავად საკუთარი ფილმების ყურება არ უყვარდა. აბდულას როლში საკუთარ თავს ფილმის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ უყურა. აინტერესებდა, რატომ გახდა ეს პერსონაჟი ასეთი პოპულარული და რატომ ციტირებდნენ მის რეპლიკებს
  • კახი კავსაძე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით - მას მუშაობის გარეშე არ შეეძლო. ფოტოზე: რევაზ ჩხეიძე და კახი კავსაძე „დონ კიხოტის“ გადაღებებზე
  • კახი კავსაძემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მაყურებლებისა და მეგობრების გულებში!
© photo: Sputnik
კახი კავსაძის საკულტო როლი - აბდულა ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“. მისი ეს პერსონაჟი მთელ საბჭოთა კავშირში გაიცნეს

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილავთ საარქივო კადრებს, რომლებიც მსახიობის მიერ საუკეთესო როლების შესრულებისას არის გადაღებული.

2020 წლის მიწურულს მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ მოგვიანებით ჯანმრთელობის გაუარესების გამო კახი კავსაძე კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ. კორონავირუსის შედეგები არტისტისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზე უამრავი თეატრალური და კინოროლია.

მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე 1 მაისს დაკრძალავენ მეუღლის - მსახიობ ბელა მირიანაშვილის გვერდით.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები