17:23 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ფოტო

აშშ-ის ჯარები ავღანეთს ტოვებენ: ფოტოებზე ასახული საომარი მოქმედებები

მოკლე ბმულის მიღება
80 0 0
  • სამხედრო ოპერაცია ავღანეთში აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ომად იქცა
  • დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში ამერიკის ჯარები იბრძოდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე
  • 2001 წლის ნოემბრის ბოლოს ავღანეთში გადაისხა აშშ-ის პირველი დიდი სამხედრო კონტინგენტი და შეიქმნა მოწინავე ოპეატიული ბასა კემპ-რინო (Camp Rhino)
  • დაიწყო თალიბანის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა. ფოტოზე - სამხედრო მოსამსახურეებიიგერიებენ თალიბანის ძალების შეტევას ავღანეთის პროვინცია გილმენდში 2008 წლის 18 მაისს
  • აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა არმია საბრძოლო ქმედებების დროს ყანდაგარში, 2010 წლის 2 ოქტომბერი
  • თალიბანის ძალების განადგურების ოპერაცია გილმენდში, 2009 წლის 9 ოქტომბერი
  • ამერიკული ჯარი ყანდაგარის პროვინციაში, 2013 წლის 3 თებერვალი
  • საზღვაო ფეხოსნები საკუთარი პოზიციის გარშემო ქვიშით სავსე ტომრებს ალაგებენ. გვერდით კიდია ტაბლო, რომელიც ყველას ახსენებს, რომ თალიბანის ძალები ყველგან არიან. ავღანეთი, 2001 წლის 1 დეკემბერი
  • ამერიკელები იგერიებენ თალიბანის შეტევას გილმენდში. სამხედრო მოსამსახურეები ცდილობენ ადგილობრივების დაცვას, რომლების მიმიართულებითაც ისვრიან. 2010 წლის 13 თებერვალი
  • ქაბულში აფეთქების შედეგად დაჭრილი ჯარისკაცი, 2015 წლის 30 ივნისი
  • ცეცხლი თალიბანის პოზიციების მიმართულებით ყანდაგარში, 2010 წლის 27 აპრილი
  • ამერიკელების ნატყორცნი ყუმბარები თალიბანების პოზიციების მიმართულებით ნურისტანში, 2012 წლის 11 ივნისი
  • თალიბანის ძალების იერიშის მოგერიება სარაკეტო შეტევით გამბერის ოპერატიული ბაზის მახლობლად ლაგმანში, 2014 წლის 31 დეკემბერი
  • ამერიკელი ჯარისკაცები ოპერატიული ჯგუფიდან Mountain Warrior შესვენებისას პროვინცია კუნარში, 2009 წლის 12 აგვისტო
  • ამერიკელი ჯარისკაცები აკვირდებიან ვერტმფრენ Chinook-ის მოახლოებისას, რომლითაც მათი ევაკუაცია უნდა მოხდეს თალიბებთან დაპირისპირების შემდეგ პროვინცია პაკტიკაში, 2011 წლის 21 თებერვალი
  • რაიან ლემი პატივს მიაგებს საკუთარ მამას დაკრძალვაზე. ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცერი ჯოზეფ ლემი ავღანეთში სამხედრო მოვალეობების შესრულებისას მოკლეს. 2015 წლის 30 დეკემბერი
  • მიჩიგანის შტატის მკვიდრი ლესლი კოიერი წევს საკუთარი ძმის - რაიან კოიერის საფლავთან, რომელიც აშშ-ის არმიაში მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. არლინგტონის სასაფლაო ვირჯინიაში, 2013 წლის 11 მარტი
© REUTERS / Baz Ratner
სამხედრო ოპერაცია ავღანეთში აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ომად იქცა

შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ავღანეთის ბაზებიდან საკუთარი ჯარების გაყვანა დაიწყეს. იხილეთ ფოტომასალაში ავღანეთში ბოლო წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების კადრები.

აშშ ავღანეთში მოქმედებს ოპერაცია „ურყევი თავისუფლების“ ფარგლებში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ დაიწყო. ავღანეთში უშიშროების საერთაშორისო ძალები (ISAF) მოქმედებენ გაეროს უშიშროების საბჭოს #1386 რეზოლუციის თანახმად, რომელიც 2001 წლის 20 დეკემბერს მიიღეს.

ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია, რომელიც უნდა დასრულდეს. აშშ-ის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 11 სექტემბრამდე პერიოდში ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დასრულდება.

ჯარების გამოყვანა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა და ავღანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ კატარში პირველად 20 წლის განმავლობაში მშვიდობის აქტს მოაწერეს ხელი, რომელიც ავღანეთიდან უცხოური ჯარების 14 თვის განმავლობაში გაყვანას და ტყვეების გაცვლას ითვალისწინებას. შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს საკუთარი არმია ავღანეთის ტერიტორიიდან 2021 წლის 1 მაისამდე უნდა გაეყვანა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები