მინესოტის შტატის პოლიციამ გაავრცელა შეტყობინება, რომ სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელ ქალს დაკავებისას ელექტროშოკერი ცეცხლსასროლ იარაღში აერია და აფროამერიკელ დანტე რაიტს რამდენიმე ტყვია ესროლა. ამას შტატში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
აქციები გაიმართა მინეაპოლისის მეგაპოლისში შემავალ ქალაქ ბრუკლინ-სენტერში, პოლიციამ მინიმუმ 40 მომიტინგე დააკავა, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი.

მინესოტაში გასულ კვირას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 20 წლის აფროამერიკელი მოკლა

ბრუკლინ-სენტერში პოლიციის განყოფილებასთან ასობით ადამიანი მივიდა პროტესტის გამოსახატად

4/12
© AFP 2024 / Kerem Yucel
მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები

მინიმუმ ორი ადამიანი დაშავდა რეზინის ტყვიებით

პროტესტანტების ნაწილმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინა

7/12
© AP Photo / John Minchillo
არეულობის დროს დააკავეს 40 ადამიანი

ბრუკლინ-სენტერის მერმა მაიკ ელიოტმა ორივე მხარეს თავის შეკავებისკენ მოუწოდა

ინციდენტის შედეგად საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა

11/12
© AFP 2024 / David Ryder/Getty Images
„საკითხავია, უბედური შემთხვევა იყო ეს თუ გამიზნული ქმედება? ეს გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა

საპროტესტო აქცია დანტე რაიტის მკვლელობის შემდეგ