10:29 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ფოტო

დაუჯერებელი სილამაზე: „იისფერი“ კუნძული სამხრეთ კორეაში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
105 0 0
  • ბანვოლი და ბაკჯი - ორი პატარა კუნძულია, რომლებიც სეულიდან 6 საათის სავალზე მდებარეობს
  • მათ „იისფერ კუნძულებს“ უწოდებენ, რადგან შენობების სახურავები, ხიდები და საზოგადოებრივი სივრცე ლავანდის ფერია
  • კუნძულზე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით და ველოსიპედით. აქ ავტომობილებს არ უშვებენ
  • აქ გასეირნება ფასიანია, მაგრამ იისფერში ჩაცმულ სტუმრებს უფასოდ უშვებენ
  • კუნძულებზე არის იისფერი სასტუმროები და რესტორნები, სადაც საკვებიც იისფერია
  • ბანვოლისა და ბაკჯის რებრენდინგის იდეა კორეის მთავრობას 2015 წელს მოუვიდა. მათ 2020 წელს პროექტში $4,25 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს
  • მეწამული ხიდი (ანგელოზის ხიდი), რომელიც ბანვოლისა და ბაკჯის კუნძულებს აკავშირებს
  • პანდემიის პერიოდში მეწამული კუნძულები პოპულარობის პიკშია
  • 2020 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით აქ 100 ათასზე მეტი ვიზიტორი იყო
  • ყვავილების მინდორი სამხრეთ კორეაში
© photo: Sputnik / Ryu Seng-il
ბანვოლი და ბაკჯი - ორი პატარა კუნძულია, რომლებიც სეულიდან 6 საათის სავალზე მდებარეობს

ეს უნიკალური ადგილი სამხრეთ კორეაში მდებარეობს და ის ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის მთელი მსოფლიოდან

სამხრეთ კორეის პროვინცია სამხრეთ ჩოლაში რამდენიმე წლის წინ ლავანდების პლანტაცია გააშენეს - 40 ათასმა მცენარემ ბანვოლდოს და პარკ-ძიდოს კუნძულები ზღაპრულ ადგილებად აქცია.

აქ ასევე სხვა ხეებიც ხარობს, იისფერითაა შემოსილი ადგილობრივი შენობები, მათ შორის სასტუმროები, რესტორნები, მოსასვენებელი ოთახები, ფოტოჯიხურები, საცხოვრებელი სახლები და ხიდიც კი, რომელიც ორ კუნძულს აკავშირებს ერთმანეთთან.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები