05:16 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ფოტო

აცრის არ მეშინია, თუ საჭიროა გავიკეთებ: როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია საქართველოში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
72 0 0
  • ქავთარაძის ქუჩაზე ვაქცინაციისათვის მისულებს ხვდებათ უამრავი მინიშნება, თუ საით უნდა წავიდნენ ასაცრელად
  • როგორც წესი, ვაქცინაციამდე პაციენტები ნერვიულობენ
  • გაზაფხულის დასაწყისში თბილისში ციოდა. აქ ელექტროგამათბობლები დაამონტაჟეს მათთვის, ვისაც სიცივის ატანა არ შეუძლია. თუმცა აცრაზე რიგებს ვერ ნახავთ და ლოდინიც არავის უწევს - თითოეული პაციენტის დრო გაწერილია
  • ექიმები აცნობიერებენ, რომ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ: ისინი არა მხოლოდ ატარებენ პროცედურას, არამედ ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ აცრა ერთადერთი ეფექტური გზაა პანდემიასთან საბრძოლველად
  • შესასვლელში გამოკრულ სიაში ჩამოწერილია პროცედურების დაწყების დროები და პაციენტების პირადი მონაცემები
  • თუმცა მანამდე საჭიროა სკრინინგის გავლა
  • პაციენტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია თავსდება სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში
  • ზოგი პაციენტი, კლინიკაში მისვლისას ყოყმანობს
  • მამაკაცები, როგორც წესი, ცდილობენ შიში დაძლიონ, მათ ხომ უფრო რთული ცხოვრებისეული გამოცდებიც აქვთ გავლილი
  • ახალგაზრდებს შორის ძირითადად არიან მედმუშაკები
  • ვაქცინაციის რიგში მყოფი ექიმები გამოირჩევიან სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით
  • ამ ფოტოზე კი ვაქცინას იკეთებს ფოტოების ავტორი
  • აცრის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება
  • თუმცა ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მოცდაა საჭირო. მორიგე ექიმი ყურადღებით აკვირდება პაციენტებს, რომ არ განვითარდეს გვერდითი მოვლენა. ასეთი რამ იშვიათია, თუმცა თავის დაზღვევა მაინც საჭიროა
  • ესეც საბუთი! მასში მითითებულია, თუ როდის უნდა მივიდეს პაციენტი მეორე დოზის მისაღებად
  • ვაქცინირებულებისათვის სამყაროში ყველა კარი და საზღვარი ღიაა!
© Sputnik / Goga Vardzieli
ქავთარაძის ქუჩაზე ვაქცინაციისათვის მისულებს ხვდებათ უამრავი მინიშნება, თუ საით უნდა წავიდნენ ასაცრელად

საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილი უარს ამბობს ვაქცინაციაზე. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა.

გარდა იმისა, რომ აცრის მსურველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ვაქცინების რაოდენობაც საკმაოდ ცოტაა.

პანდემიასთან მებრძოლმა მედიცინის მუშაკებმა, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში მამაცურად ებრძოდნენ ვირუსს, დაიმსახურეს პრიორიტეტული ადგილი ვაქცინაციის დროს, თუმცა პრეპარატის მიღებას ისინიც კი არ ჩქარობენ.

ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ვაქცინაციაზე ჩაწერილი ადამიანები ბოლო მომენტში კლინიკაში აღარ მივიდნენ, შესაძლოა, მათზე საზოგადოებრივმა აზრმა იქონია გავლენა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები