01:23 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
ფოტო

„პოზნერის ღამე“: როგორ დაატოვებინეს რუს ჟურნალისტს თბილისი – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
116 0 0
  • სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პირველი საპროტესტო აქცია რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობდნენ
  • მაგრამ ვახშამი ჩაიშალა, ვინაიდან აქტივისტებმა შრომის ინსპექციას მიმართეს საჩივრით, რომ რესტორანი და მისი სტუმრები კომენდატის საათს არღვევდნენ
  • რუსი ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები პოლიციის დაცვით ავტობუსით გადაიყვანეს სასტუმრო „სტამბაში“
  • მოვლენების ადგილზე პოლიციის ძალები იყო მობილიზებული წესრიგის უზრუნველსაყოფად
  • მოვლენები სასწრაფო ევაკუაციას ჰგავდა - ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული
  • საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რესტორნიდან სასტუმროსთან გადაინაცვლეს
  • პროტესტანტებსა და პოლიციას შორის, რომელსაც შენობის გარშემო კორდონი ჰქონდა მოწყობილი, შეხლა-შემოხლაც ხდებოდა
  • ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები აქციის მონაწილეებმა არც სასტუმროში მოასვენეს
  • პროტესტანტები რუსი ჟურნალისტისა და მისი თანმხლებლებისგან საქართველოს სასწრაფოდ დატოვებას მოითხოვდნენ
  • აქტივისტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს
  • ისმოდა პოზნერის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებიც
  • სასტუმროს დაცვა და პოლიცია კვერცხების „ცეცხლში“ მოხვდა
  • ოპოზიციამ განაცხადა, რომ 1 აპრილს დიდ საპროტესტო აქციას გამართავდა თბილისის ცენტრში ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით
  • საბოლოოდ პოზნერი და მისი სტუმრები პოლიციის დაცვით გადაიყვანეს აეროპორტში, საიდანაც ისინი რუსეთში გაფრინდნენ
© Sputnik / STRINGER
სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პირველი საპროტესტო აქცია რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობდნენ

ვლადიმირ პოზნერის გეგმა, საქართველოში აღენიშნა დაბადების დღე, ჩაიშალა – თბილისში მას პროტესტით შეხვდნენ. იხილეთ მოვლენების ამსახველი ფოტოკადრები „Sputnik–საქართველოსგან“.

ვლადიმირ პოზნერი საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება. მას თან ახლდა ორმოცდაათამდე მეგობარი და კოლეგა, რომელთა შორის რუსეთში ცნობილი პერსონებიც იყვნენ.

თუმცა რესტორან „ვინოტელის“ წინ, სადაც პოზნერი ვახშმობდა, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ხმაურიანი ფორმით გააპროტესტეს ჟურნალისტის სტუმრობა მის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების გამო აფხაზეთთან დაკავშირებით. 

შედეგად ვახშამი ჩაიშალა. აქციის მონაწილეებმა შრომის ინსპექციას მიმართეს საჩივრით, რომ ოტელი-რესტორანი, ასევე პოზნერი და მისი მეგობრები კომენდანტის საათს არღვევდნენ.

პოლიციამ დამცავი კორდონი მოაწყო ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების სასტუმრო „რუმსში“ უსაფრთხოდ გადასაყვანად. ამ დროისათვის მათ უკვე დატოვეს საქართველო. 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები