06:10 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ფოტო

როგორია საკარანტინო სასტუმროებში ცხოვრება დიდ ბრიტანეთში? - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
75 0 0
  • ფოტოზე გამოსახული ქალის თქმით, მას აქვს საკუთარი საცხოვრებელი თვითიზოლაციისათვის, კორონავირუსის ტესტზე კი მას უარყოფითი პასუხი აქვს
  • ბირმინგემის აეროპორტიდან მგზავრები საკარანტინო სასტუმროში გადაყავთ
  • მგზავრი ბავშვთან ერთად გადაყავთ სასტუმრო Holiday Inn-ში ჰითროუს აეროპორტში
  • მამაკაცი სასტუმროს ფანჯარაში წერილით, რომელზეც ამბობს, რომ სამსახური დაკარგა. „ბორის, ვინ გადაიხდის ამ თანხებს?“ - ამით ის ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს მიმართავს
  • უკმაყოფილო ადამიანები სასტუმროს ფანჯრებში
  • ბრიტანეთის შავ სიაში შესულია პორტუგალია, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები
  • ქალი იყურება სასტუმროს ფანჯრიდან ჰითროუს აეროპორტში
  • ჟურნალისტები სასტუმროს ბინადრებს ინფორმაციას უცვლიან
  • სასტუმროს ხარჯები და სავალდებულო „პისიარ-ტესტირება“ 1750 ფუნტი ჯდება
  • კარანტინზე უარის მთქმელი პირები 10 ათასი ფუნტით დაჯარიმდებიან
  • სასტუმროს ბინადრები გარესამყაროს სასტუმროს ფანჯრებიდან ეკონტაქტებიან
  • ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს
© REUTERS / Henry Nicholls
ფოტოზე გამოსახული ქალის თქმით, მას აქვს საკუთარი საცხოვრებელი თვითიზოლაციისათვის, კორონავირუსის ტესტზე კი მას უარყოფითი პასუხი აქვს

დიდმა ბრიტანეთმა თებერვლიდან ქვეყანაში ვიზიტორებისათვის წესები გაამკაცრა. იხილეთ ფოტოლენტაში, როგორ მიმდინარეობს კარანტინი სპეციალიზებულ სასტუმროებში ლონდონში

ისინი, ვინც ვალდებულები არიან კარანტინი ლონდონის სასტუმროებში გაიარონ, უკმაყოფილოები არიან - ამის შესახებ მეტყველებს მათი გზავნილები გარესამყაროსთან.

გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შავ სიაში შეყვანილი ქვეყნებიდან შესული ყველა პირი ათდღიან სავალდებულო კარანტინს გადის.

ბრიტანეთის შავ სიაშია სამხრეთ ამერიკის და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები პორტუგალია. ამ ტერიტორიებიდან ბრიტანეთში ჩასულები ვალდებულები არიან დაფარონ სასტუმროს ხარჯები და გაიარონ სავალდებულო „პისიარ-ტესტები“, რაც 1750 ფუნტი დაუჯდებათ.

კარანტინზე უარის თქმის გამო ჯარიმა 10 ათას ფუნტს შეადგენს. ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები