10:19 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
ფოტო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმი – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მოკლე ბმულის მიღება
108 0 0
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმი დილით ადრე დაიწყო
  • შენობას პოლიციამ ალყა შემოარტყა
  • სპეცრაზმის წევრები შენობაში კიბეებისა და ამწეების საშუალებით ფანჯრებიდან და სახურავიდან შევიდნენ
  • ნიკა მელია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოფისში გამოიკეტა
  • სპეცოპერაცოა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
  • სპეცოპერაციის დროს სერიოზული დაპირისპირება არ მომხდარა
  • პოლიციის ძირითადი ძალები შენობაში მთავარი შესასვლელიდან შევიდნენ
  • ცენტრალური ტრასა სპეცოპერაციის დროს ნაწილობრივ გადაკეტილი იყო
  • „ნაცმოძრაობის“ მომხრეები ასევე მივიდნენ პარტიის ოფისთან, თუმცა ნიკა მელიას დაკავებაში ძალოვნებისთვის ამას ხელი არ შეუშლია
  • თუ ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, სასწრაფოს ექიმები მას დახმარებას აღმოუჩენდნენ
  • მელიას დაკავება ირაკლი ღარიბაშვილის პირობის შესრულებად იქცა, რომელმაც პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დააკავებდნენ
© Sputnik / STRINGER
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმი დილით ადრე დაიწყო

სამშაბათს, დილით შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დასაკავებელი სპეცოპერაცია გამართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები მოვლენათა ადგილიდან.

პოლიციამ ნიკა მელია სამშაბათს, დილით სპეცოპერაციის დროს დააკავა. პარტიის ოფისის შენობას ძალოვნებმა ალყა შემოარტყეს. 

ამწეებისა და კიბეების დახმარებით სპეცრაზმელებმა შენობაში ფანჯრებიდან და სახურავიდან შეაღწიეს, მათი დიდი ნაწილი კი მთავარი შესასვლელიდან შევიდა.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბრძოლას დაკავებულიც განაგრძობს, და ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრულია“.

მანამდე სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის არეულობის ორგანიზებისთვის პატიმრობა შეუფარდა. მელიამ უარი თქვა განმეორებით გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ მისი წინასწარი დაკავება მოითხოვა. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მელიამ სასამართლოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოფისში გამოიკეტა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები