04:05 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
ფოტო

როგორ შეცვალა თბილისი თოვლმა: დათოვლილი ქალაქის ხედები

მოკლე ბმულის მიღება
249 0 0
  • თბილისს თოვლში გადასხვაფერება სჩვევია
  • თუმცა ეს სახეცვლილება ორიოდე დღეს თუ ნარჩუნდება
  • მაგრამ იმ დღეს, როცა ბარდნის, თბილისი მთლიანად საოცარ სითეთრეში ეხვევა
  • და თბილისელებისც, მართალია, მოკლე ხნით, მაგრამ მაინც გრძნობენ ნამდვილი ზამთრის სუნთქვას
  • თუმცა ბევრისთვის თოვლი უბრალოდ გამოცდაა და არა სიამოვნება
  • მაგალითად, ავტომობილისტებისთვის
  • და ფეხით მოსიარულეებისთვისაც
  • თბილისში ძალიან იშვიათია ისეთი თოვლი, როცა ტრანსპორტი მოძრაობას წყვეტს
  • ავტობუსები ახლაც ჩვეულებრივად მოძრაობდნენ
  • ნამდვილი ზამთრი ძეგლებმაც იგრძნეს
  • განსაკუთრებით აქ - მტკვარზე გადებულ ხიდზე
  • მშვიდობის ხიდიც კი გადასხვაფერდა თოვლში
  • ადამიანები ფანჯრებიდან ტკბებოდნენ მონატრებული თოვლიანი ხედებით
  • ძაღლები კი მშვენივრად გაერთნენ
  • ჩვენს ქალაქში ბევრი საოცარი პეიზაჟია
  • და უნდა მოასწროთ, დატკბეთ მისი თოვლიანი ხედებით
© Sputnik / Viktor Kaminsky
თბილისს თოვლში გადასხვაფერება სჩვევია

თბილისში თოვლი დიდი იშვიათობაა, თუ მოთოვა, მხოლოდ ორი–სამე დღე თუ ნარჩუნდება ქალაქის ქუჩებში. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა, როგორ გადასხვაფერდა თბილისი თოვლში

თოვლის თბილისში ზოგს სიხარულს ჰგვრის, ზოგს კი საზრუნავს უჩენს. მაგალითად, კომუნალური სერვისების თანამშრომლებისა და მძღოლებისთვის ეს ნამდვილი გამოცდაა, ვინაიდან ამ უკანასკნელთაგან ბევრს ზაფხულის საბურავები ზამთრისთვის განკუთვნილით არც კი შეუცვლია.

მოსახლეობას კი თოვლი ახარებს და სიამოვნებას ჰგვრის — ზოგი გუნდაობს და ზოგიც ფანჯრიდან ტკბება ხანმოკლე თეთრი ხედებით. ხანმოკლე კი იმიტომ რომ, როგორც წესი, თბილისში თოვლი დიდხანს არ რჩება.  

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები