ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არაკანონიერი ეკონომიკური საქმიანობისთვის დააჯარიმეს.
შაბათს, 13 თებერვალს ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად აღმაშენებლის გამზირზე გახსნა ბარი „ჯაფარასთან“. ბარმა მუშაობა განაგრძო 9 საათის შემდეგაც, როდესაც ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდა.
დაწესებულებაში მივიდნენ შრომის ინსპექციისა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, რომლებმაც ბარის საქმიანობა შეაჩერეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, ჯაფარიძეს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მიუხედავად ჯარიმისა და ბარის მუშაობის აკრძალვისა, ჯაფარიძე კვლავ აპირებს დაწესებულების გახსნას.

ოპოზიციონერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეზღუდვები კვლავ უჩვეულო ფორმით გააპროტესტა

შაბათს აღმაშენებლის გამზირზე მან გახსნა ბარი „ჯაფარასთან“

გარდა იმისა, რომ ამით ჯაფარიძემ კაფეებისა და რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვია, ბარი მუშაობას 9 საათის შემდეგაც განაგრძობდა, რითაც გადაადგილების აკრძალვაც ირღვეოდა

ბარში მივიდნენ შრომის ინსპექციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. ბარის საქმიანობა აღიკვეთა

დარღვევისათვის ზურაბ ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

მაგრამ, მიუხედავად ჯარიმისა, ჯაფარიძემ კვლავ დააანონსა დაწესებულების გახსნა

გარდა იმისა, ჯაფარიძე აპირებს აქ ერთ-ერთი მხარდამჭერის დაბადებისდღე საკუთარ ბარში აღნიშნოს 

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები თავს ვერ იკავებდნენ, რომ არ განტვირთულიყვნენ

სტუმრების უმეტესობა პირბადეს არ იყენებდა

ბარში ათობით სტუმარი და უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა

როგორ განვითარდება მოვლენები ბარ „ჯაფარასთან“ დაკავშირებით, ამას მომავალში ვიხილავთ
